სსიპ - კოლეჯი

,,გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი"

  • college_slider_01
  • college_slider_02
  • college_slider_03
  • college_slider_04
  • college_slider_05
  • college_slider_06
  • college_slider_07
  • college_slider_08
  • college_slider_09
  • college_slider_10
  • college_slider_11
  • college_slider_12
  • college_slider_13
  • college_slider_14

დემნა ქანთარია

News Poster

მედეა გოგსაძე

News Poster

გიორგი ლეჟავა

News Poster

ირაკლი მეშველიანი

News Poster

ემილიანე კობახიძე

News Poster

დიანა ბერიკაშვილი

News Poster

დიანა ბერიკაშვილი საზოგადოებრივი კოლეჯის “გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი” სამგანზომილებიანი გრაფიკის კურსდამთავრებულია. სწავლის დასრულების შემდეგ, კოლეჯმა მისი სტაჟირება სარეკლამო კომპანია „ფლექსმედიაში“ უზრუნველყო, რომლის დასრულებისთანავე დიანა კომპანიაში გრაფიკულ დიზაინერად დასაქმდა.

„ჩემს მიერ არჩეულ პროფესიას 2 წელი და 5 თვე ვეუფლებოდი. ჩემთვის ეს ძალიან დატვირთული და ნაყოფიერი პერიოდი იყო. დღეისათვის, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ შედეგმა გადააჭარბა მოლოდინს. ცნობისმოყვარეობით შერჩეული პროფესია, ჩემი ცხოვრების საქმიანობად იქცა.“

კოლეჯის კურსდამთავრებული გადამზადებას ისრაელში გადის

News Poster

სს „აეროსტრუქტურები ტექნოლოგიები ციკლონი“ (JSC "Aerostructures Technologies Cyclone") - კომპანია მიზნად ისახავს ქ. თბილისში თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების მწარმოებელი ქარხნის აშენებას, სადაც მსოფლიოში წამყვანი საავიაციო კომპანიებისათვის სამოქალაქო თვითმფრინავის კომპოზიტური დეტალები დამზადდება. ეს უპრეცედენტო პროექტი ხელს შეუწყობს საინჟინრო სფეროს განვითარებას საქართველოში და დაასაქმებს 300 ადგილობრივს. აღნიშნული ორგანიზაცია სს „საპარტნიორო ფონდის“, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და ისრაელის მაღალტექნოლოგიური კომპანია „Elbit Systems – Cyclone Ltd.“-ის მიერ არის დაარსებული. სსიპ - საზოგადოებრივი კოლეჯი „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“ აქტიურად თანამშრომლობს სს „აეროსტრუქტურები ტექნოლოგიები ციკლონ“-თან და კომპანიის წარმომადგენლები უკვე სტუმრობდნენ კოლეჯს.

კოლეჯის კურსდამთავრებულმა ქეთევან ზუბაშვილმა (“სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტი”-ს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა) წარმატებით გაიარა კომპანიის კონკურსის რამდენიმე ეტაპი და ამჟამად ისრაელში გადის ტრენინგ-კურსებს. ქეთი ზუბაშვილის მიერ დაკავებული თანამდებობა - clean room- ის ოპერატორი, გულისხმობს სპეციალური საჭრელ დანადგართან და საჭრელ ხელსაწყოებთან მუშაობას, რაშიც ძალიან ეხმარებს სამკერვალო მიმართულებით კოლეჯში მიღებული პროფესიული განთლება.

კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, ქეთი ზუბაშვილი ახალ საწარმოში საქართველოში დაბრუნებისთანავე დასაქმდება.

სოლომონ თოფჩიშვილი

News Poster

2000 წელს დავამთავრე ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მონიჭებული მაქვს იურისტის კვალიფიკაცია.

2001-2009 წლებში ვმუშაობდი ჯერ საქართველოს ადვოკატთა კოლეგიაში ადვოკატად სისხლის სამართლის მიმართულებით. საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის რეორგანიზაციის შემდეგ გავხდი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი და ვეწეოდი კერძო საადვოკატოსაქმიანობას სისხლის სამართლის მიმართულებით.

2010 წლიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო იძულებული გავხდი საადვოკატო საქმიანობა შემეწყვიტა. ამ პერიოდის განმავლობაში ვცდილობდი მემუშავა საკუთარ თავზე მომავალში დასაქმების მიზნით. ამ მოტივით გადავწყვიტე, დავუფლებოდი პროფესიულ განათლებას და ახალ სპეციალობას. 2015 წელს ჩავაბარე სსიპ-საზოგადოებრივ კოლეჯ „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში“ „ოფისის მენეჯერის (მდივან-რეფერენტის)“ პროგრამაზე. საწარმოო პრაქტიკის შემდეგ სატაჟირება გავიარე ა(ა)იპ- სრულიად საქართველოს ღვთისშვილთა კავშირის (ინვალიდთა ასოციაციის) ოფისში ადმინისტრატორის პოზიციაზე. სტაჟირების პერიოდში გავიარე ტრენინგი თემაზე „ქცევის მართვა“.

გარდა იმისა, რომ მიყვარს ჩემი პროფესია, დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდები დაკისრებულ მოვალეობას რა სახის სამუშაოსაც არ უნდა ვასრულებდე. პროფესიულმა განათლებამ, მიღებულმა ცოდნამ და პრაქტიკულმა გამოცდილებამ გადამწყვეტი როლი ითამაშა პროფესიულ კარიერაში და დღეს დასაქმებული ვარ სახალხო დამცველის ოფისში.

კოლეჯის კურსდამთავრებულები შპს „თეგეტა მოტორსში“ დასაქმდებიან

News Poster

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის, "ავტომობილის შემკეთებელი ელექტრო-ტექნიკოსის" 4 კურსდამთავრებული, რომლებიც სასწავლო-საწარმოო პრაქტიკას შპს "თეგეტა მოტორსში" გადიოდნენ, აქვე დასაქმდებიან.

საზოგადოებრივი კოლეჯი „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“ აქტიურად თანამშრომლობს კერძო სექტორთან. კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი 80%-ს აჭარბებს.

60 წლის ასაკში შეძენილი ახალი პროფესია

News Poster

- წლების განმავლობაში ჩემი საქმიანობა ძირითადად სამშენებლო სფეროს უკავშირდებოდა, ბოლო პერიოდში გამიჩნდა სურვილი მძიმე ტექნიკის მართვა შემესწავლა, ვინაიდან შრომის ბაზარზე დიდი მოთხოვნაა ამ მიმართულებით. მძიმე სამშენებლო ტექნიკის ოპერატორის სპეციალობას „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში“ დავეუფლე და შესაბამისად, მალევე დავიწყე მუშაობა. დღეისათვის შპს „ფერში“ ვმუშაობ და წარმატებით ვართმევ თავს დაკისრებულ მოვალეობებს. 60 წლის ასაკში მიღებულმა ცოდნამ და პრაქტიკულმა გამოცდილებამ გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩემს პროფესიულ კარიერაში - ტრაქტორისტი თეიმურაზ ალავერდაშვილი.

საკანონმდებლო აქტები

❖ ნორმატიული

❖ შიდა აქტები

❖ შეფასება სსსმ პირთათვის

შეფასება ★

★ ცხრილები

★ რეგულაციები