სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი

"გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი"

  • college_slider_01
  • college_slider_02
  • college_slider_03
  • college_slider_04
  • college_slider_05
  • college_slider_06
  • college_slider_07
  • college_slider_08
  • college_slider_09
  • college_slider_10
  • college_slider_11
  • college_slider_12
  • college_slider_13
  • college_slider_14

ახალი სახელმძღვანელოები

News Poster სსიპ - საზოგადოებრივ კოლეჯ „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში“ პროფესიული განათლებისათვის ახალი სახელმძღვანელოების შემუშავება გრძელდება.

2016 წელს გამოცემულ სახელმძღვანელოს - „ელექტრობის საფუძვლები და ავტომობილების ელექტრომოწყობილობა“ საფუძვლად დაედო კოლეჯში სტუდენტებისათვის წაკითხული ლექციათა ციკლი ამავე დასახელების საგანში. მისი ავტორების, თეიმურაზ გელაშვილის, დავით ძოწენიძის, ნოდარ ხარაზიშვილისა და ზურაბ ბოგველიშვილის თქმით, რომელთაგან 2 კოლეჯის პედაგოგია, წიგნში სტუდენტებთან ცოცხალი ურთიერთობის საფუძველზე, გათვალისწინებულია მათი მომზადების დონე, ფიზიკის, ქიმიისა და ელექტრობის ფუნდამენტალური საკითხების მათ მიერ აღქმის უნარი, მათი ინტერესი თანამედროვე ავტომობილების ელექტრომოწყობილობის მიმართ. სწორედ ამის მიხედვით განისაზღვრა გადმოსაცემი მასალის მოცულობა, მისი შესწავლის რიგითობა და სიღრმე.

უკვე 2017 წელს კი დამხმარე სახელმძღვანელოში - „საავტომობილო ძრავას კომპიუტერული მართვის პრინციპები“ (ავტორები: ზურაბ ბოგველიშვილი, თეიმურაზ გელაშვილი, ელიზბარ დარჩიაშვილი, ივანე ჩუტკერაშვილი) აღწერილია თანამედროვე ავტომობილის შიგაწვის ძრავას ელექტრული მართვის სისტემები. კერძოდ, ძრავას ელექტრული, ელექტრონული და მექატრონული სისტემები და მოწყობილობები. განხილულია მათი მუშაობის პრინციპები, ფუნქციური, პრინციპული და ბლოკ სქემები, ახსნილია ამ სქემების წაკითხვისა და მათზე მუშაობის მექანიზმი.

ორივე სახელმძღვანელო განიხილეს სსიპ - საზოგადოებრივი კოლეჯის „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრის“ სასწავლო ლიტერატურის დარგობრივ კომისიაზე და სპეციალისტების დიდი აღიარება და მოწონება დაიმსახურა. რაც შეეხება მათ გამოცემას, კოლეჯი კიდევ ერთხელ უხდის მადლობას თანადგომისათვის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორს, ბატონ დავით ძოწენიძეს სრული მხარდაჭერისათვის.

თეიმურაზ გელაშვილის თქმით, მომავალში დაგეგმილია აღნიშნული სერიის ახალი სახელმძღვანელოების შექმნა, რომლებიც განკუთვნილი იქნება პროფესიული სასწავლო დაწესებულებების სტუდენტებისა და მასწავლებლებისთვის, ასევე მომსახურების ობიექტების სპეციალისტებისა და ავტომოყვარულთა ფართო წრისათვის.

თარიღი:

FaceBook