სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი

"გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი"

  • college_slider_01
  • college_slider_02
  • college_slider_03
  • college_slider_04
  • college_slider_05
  • college_slider_06
  • college_slider_07
  • college_slider_08
  • college_slider_09
  • college_slider_10
  • college_slider_11
  • college_slider_12
  • college_slider_13
  • college_slider_14

ახალი სახელმძღვანელოები

News Poster სსიპ - საზოგადოებრივ კოლეჯ „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში“ პროფესიული განათლებისათვის ახალი სახელმძღვანელოების შემუშავება გრძელდება.

2016-2017 წლებში გამოცემულ სახელმძღვანელოებს - „ელექტრობის საფუძვლები და ავტომობილების ელექტრომოწყობილობა“ და „საავტომობილო ძრავას კომპიუტერული მართვის პრინციპები“ ახლახანს კიდევ ერთი დაემატა - „ავტომობილის ტექნიკური სისტემის კომპიუტერული მართვა და დიაგნოსტიკა“.

სამივე წიგნს საფუძვლად დაედო კოლეჯში სტუდენტებისათვის წაკითხული ლექციათა ციკლი ამავე დასახელების საგნებში. მისი ავტორების თქმით, რომელთაგან უმეტესობა კოლეჯის პედაგოგია, წიგნებში სტუდენტებთან ცოცხალი ურთიერთობის საფუძველზე, გათვალისწინებულია მათი მომზადების დონე, ფიზიკის, ქიმიისა და ელექტრობის ფუნდამენტალური საკითხების მათ მიერ აღქმის უნარი, ასევე ინტერესი თანამედროვე ავტომობილების ელექტრომოწყობილობის მიმართ. სწორედ ამის მიხედვით განისაზღვრა გადმოსაცემი მასალის მოცულობა, მისი შესწავლის რიგითობა და სიღრმე.

წიგნში „ავტომობილის ტექნიკური სისტემის კომპიუტერული მართვა და დიაგნოსტიკა“ (ავტორები: თეიმურაზ გელაშვილი, დავით ძოწენიძე, ნოდარ ხარაზიშვილი, ვალერი ჯაფარიძე) აღწერილია თანამედროვე ავტომობილის ტექნიკური სისტემა: კერძოდ, მისი ელექტრული, ელექტრონული და მექატრონული სისტემები და მოწყობილობები. განხილულია მათი კომპიუტერული მართვისა და დიაგნოსტიკის პრინციპები, მართვის სისტემის ფუნქციონალური, პრინციპიალური და ბლოკ-სქემები. გადმოსაცემი მასალის დიდი მოცულობიდან გამომდინარე, სახელმძღვანელოს მომდევნო ნაწილებში გათვალისწინებულია წამყვან ავტომწარმოებელთა მიერ დანერგილი კონკრეტული ელექტრული სისტემების განხილვა საბორტო დიაგნოსტიკის (OBD2) კოდების განმარტებების მეშვეობით.

სახელმძღვანელო განიხილეს სსიპ - საზოგადოებრივი კოლეჯის „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრის“ სასწავლო ლიტერატურის დარგობრივ კომისიაზე და სპეციალისტების დიდი აღიარება და მოწონება დაიმსახურა. რაც შეეხება მის გამოცემას, კოლეჯი კიდევ ერთხელ უხდის მადლობას თანადგომისათვის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორს, ბატონ დავით ძოწენიძეს.

თეიმურაზ გელაშვილის თქმით, მომავალში დაგეგმილია აღნიშნული სერიის ახალი სახელმძღვანელოების შექმნა, რომლებიც განკუთვნილი იქნება ტრანსპორტის სპეციალობების უმაღლესი და პროფესიული სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის, ასევე ავტოტრანსპორტის დარგის მუშაკთა და საკითხით დაინტერესებული ავტომოყვარულებისათვის.

თარიღი:

FaceBook