სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი

"გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი"

  • college_slider_01
  • college_slider_02
  • college_slider_03
  • college_slider_04
  • college_slider_05
  • college_slider_06
  • college_slider_07
  • college_slider_08
  • college_slider_09
  • college_slider_10
  • college_slider_11
  • college_slider_12
  • college_slider_13
  • college_slider_14

სსიპ - საზოგადოებრივი კოლეჯის „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრის“ სამეთვალყურეო საბჭოში პროფესიული განათლების მასწავლებელთა წარმომადგენლის წევრობის მსურველ კანდიდატთა საყურადღებოდ

News Poster საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 10 სექტემბრის №176\ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - საზოგადოებრივი კოლეჯის „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრის“ წესდების შესაბამისად, კოლეჯის მართვის ორგანოებია კოლეჯის დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭო.

ამავე წესდების შესაბამისად, კოლეჯი ვალდებულია აირჩიოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი - პროფესიული განათლების მასწავლებელთა წარმომადგენლი კოლეჯში ჩატარებული არჩევნების საფუძველზე.

სამეთვალყურეო საბჭოში პროფესიული განათლების მასწავლებელთა წარმომადგენლის არჩევის მიზნით, განისაზღვრა არჩევნების დღე - 2017 წლის 20 ივლისი.

კანდიდატთა განცხადებების მიღება წარმოებს 2017 წლის 12 ივლისიდან 2017 წლის 17 ივლისის ჩათვლით. მისამართზე: ქ. თბილისი, ხიზანიშვილის ქ., ყოველ სამუშაო დღეებში, შაბათ-კვირის გარდა, 09:30-18:30 საათამდე.

არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზნით, კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) კოლეჯის დირექტორის მიერ დამტკიცებული ნიმუშის შესაბამისი წერილობითი განცხადება, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს.

დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ ტელეფონზე: 570503001, 2140314
ადმინისტრაცია

განაცხადის ფორმის შაბლონი

თარიღი:

FaceBook