სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი

"გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი"

  • college_slider_01
  • college_slider_02
  • college_slider_03
  • college_slider_04
  • college_slider_05
  • college_slider_06
  • college_slider_07
  • college_slider_08
  • college_slider_09
  • college_slider_10
  • college_slider_11
  • college_slider_12
  • college_slider_13
  • college_slider_14

კოლეჯის კურსდამთავრებული გადამზადებას ისრაელში გადის

News Poster სს „აეროსტრუქტურები ტექნოლოგიები ციკლონი“ (JSC "Aerostructures Technologies Cyclone") - კომპანია მიზნად ისახავს ქ. თბილისში თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების მწარმოებელი ქარხნის აშენებას, სადაც მსოფლიოში წამყვანი საავიაციო კომპანიებისათვის სამოქალაქო თვითმფრინავის კომპოზიტური დეტალები დამზადდება. ეს უპრეცედენტო პროექტი ხელს შეუწყობს საინჟინრო სფეროს განვითარებას საქართველოში და დაასაქმებს 300 ადგილობრივს. აღნიშნული ორგანიზაცია სს „საპარტნიორო ფონდის“, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და ისრაელის მაღალტექნოლოგიური კომპანია „Elbit Systems – Cyclone Ltd.“-ის მიერ არის დაარსებული.

სსიპ - საზოგადოებრივი კოლეჯი „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“ აქტიურად თანამშრომლობს სს „აეროსტრუქტურები ტექნოლოგიები ციკლონ“-თან და კომპანიის წარმომადგენლები უკვე სტუმრობდნენ კოლეჯს.

კოლეჯის კურსდამთავრებულმა ქეთევან ზუბაშვილმა (“სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტი”-ს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა) წარმატებით გაიარა კომპანიის კონკურსის რამდენიმე ეტაპი და ამჟამად ისრაელში გადის ტრენინგ-კურსებს. ქეთი ზუბაშვილის მიერ დაკავებული თანამდებობა - clean room- ის ოპერატორი, გულისხმობს სპეციალური საჭრელ დანადგართან და საჭრელ ხელსაწყოებთან მუშაობას, რაშიც ძალიან ეხმარებს სამკერვალო მიმართულებით კოლეჯში მიღებული პროფესიული განთლება.

კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, ქეთი ზუბაშვილი ახალ საწარმოში საქართველოში დაბრუნებისთანავე დასაქმდება.

თარიღი:

FaceBook