სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი

"გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი"

  • college_slider_01
  • college_slider_02
  • college_slider_03
  • college_slider_04
  • college_slider_05
  • college_slider_06
  • college_slider_07
  • college_slider_08
  • college_slider_09
  • college_slider_10
  • college_slider_11
  • college_slider_12
  • college_slider_13
  • college_slider_14

ინფორმაცია 2017 წლის შემოდგომის პროფესიული ტესტირების შესახებ

News Poster

თუკი მიიღე მონაწილეობა 2017 წლის გაზაფხულის სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ პროფესიულ ტესტირებაზე, მაგრამ ვერ ჩაირიცხე შენს მიერ არჩეულ პროფესიულ პროგრამაზე.

2017 წლის გაზაფხულზე აპლიკანტის მიერ მოპოვებული ქულები შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნას 2017 წლის შემოდგომის პროფესიულ ტესტირებაზე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებით დამტკიცებული „პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების“ 28-ე მუხლის თანახმად, სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტესტირებაში მიღებული ქულა/ქულები შეიძლება შეინახოს და გამოყენებულ იქნას მხოლოდ ერთხელ ცენტრის მიერ ორგანიზებული მომდევნო ტესტირების მიზნებისათვის. აპლიკანტთა რანჟირება განხორციელდება შესაბამისი კონკურსის გათვალისწინებით.

ასევე აპლიკანტს უფლება აქვს განმეორებით გავიდეს ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტესტირებაზე დადგენილი წესით და სცადოს გაიუმჯობესოს წინა ტესტირებაზე მიღებული შედეგები. ამ შემთხვევაში მხედველობაში მიიღება მხოლოდ განმეორებითი ტესტირების დროს მიღებული შეფასებები, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი უფრო დაბალია, ვიდრე ადრე მიღებული შედეგები.

ამისათვის, აპლიკანტმა უნდა მიმართოს კოლეჯს ან სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრს შესაბამისი განცხადებით.

ინფორმაცია ჩვენი პროფესიული პროგრამებისა და სწავლების შესახებ შეიძლება მიიღოთ ვებ-მისამართზე profgldani.ge
ან გამოცდების ეროვნული ცენტრის საიტზე naec.ge
და vet.emis.ge

ან მობრძანდით ჩვენთან: ღია კარის დღეები ყოველ დღე შაბათ-კვირის გარდა

მისამართზე: ქ. თბილისი, გლდანი, ხიზანიშვილის ქ., მე-5 და მე-6 მ/რაიონებს შორის
(გლდანის ახალი საცურაო აუზის წინ).

დამატებითი შეკითხვებისათვის დარეკეთ კოლეჯის ცხელ ხაზზე:
2-140314, 570-503001

თარიღი:

FaceBook