სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი

"გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი"

  • college_slider_01
  • college_slider_02
  • college_slider_03
  • college_slider_04
  • college_slider_05
  • college_slider_06
  • college_slider_07
  • college_slider_08
  • college_slider_09
  • college_slider_10
  • college_slider_11
  • college_slider_12
  • college_slider_13
  • college_slider_14

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია გრძელდება.

News Poster პროცესის პოპულარიზაციის მიზნით, სსიპ - საზოგადოებრივ კოლეჯ „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში“, 11 ოქტომბერს, ღონისძიება „საუბრები პროფესიულ განათლებასა და დასაქმებაზე“ გაიმართა, რომელსაც საქართველოს განათლებია და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ახალგაზრდობის პოლიტიკის მართვის დეპარტამენტის, პარტნიორი დამსაქმებელი კომპანიების - „თეგეტა მოტორსი“-სა და „m2 უძრავ ქონებას“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ სკოლის მოსწავლეები და პროფესიული სტუდენტები, რომლებმაც ინფორმაცია მიიღეს პროფესიულ განათლებაში მიმდინარე სიახლეების, კოლეჯის დასრულების შემდეგ დასაქმების შესაძლებლობებისა და პროფესიის არჩევასთან დაკავშირებული სერვისების შესახებ.

2017 წლის საშემოდგომო ტესტირებასთან დაკავშირებით, კოლეჯის მიერ პარტნიორ საჯარო და კერძო სკოლებთან ერთად დაიგეგმა და დაწყებულია მოსწავლე-მასწავლებელთა ექსკურსიები კოლეჯში. გუშინ კოლეჯმა ქ. თბილისის N177-ე და დაბა სიონის საჯარო სკოლების მოსწავლეებს უმასპინძლა, რომლებმაც პროფესიული ტესტირებისა და ჩარიცხვის შემდგომი პროცედურების, დაფინანსების მოპოვებისა და სხვა საინტერესო დეტალების შესახებ მოისმინეს. ასევე გაეცვნენ კოლეჯის პროფილს, პროგრამებს, აუდიტორიებსა და სახელოსნოებს, მოსინჯეს ცალკეული პროფესიები და მონაწილეობა მიიღეს სამრეწველო ინავაციების ლაბორატორიის „ფაბლაბის“ ნაწარმის გაფორმებაში.

თარიღი:

FaceBook