სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი

"გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი"

  • college_slider_01
  • college_slider_02
  • college_slider_03
  • college_slider_04
  • college_slider_05
  • college_slider_06
  • college_slider_07
  • college_slider_08
  • college_slider_09
  • college_slider_10
  • college_slider_11
  • college_slider_12
  • college_slider_13
  • college_slider_14

2017 წლის შემოდგომის პროფესიული ტესტირება

News Poster 2017 წლის შემოდგომის პროფესიული ტესტირება ჩატარდება
29 ოქტომბერს 09:00 საათიდან.
პრეტესტი ჩატარდება 28 აპრილს 09:00 საათიდან.
პრეტესტში მონაწილეობა ნებაყოფლობითია.

პროფესიულ ტესტირებაზე თან იქონიეთ:

პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი - დაბადების/პირადობის (ბინადრობის) მოწმობა/პასპორტი და მოსაწვევი (საგამოცდო ბარათი).

საგამოცდო ბარათის მისაღებად თან იქონიეთ:

•სარეგისტრაციო ფურცელი;

•პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

საგამოცდო ბარათში, პერსონალურ მონაცემებთან ერთად მიეთითება ის საგამოცდო ცენტრი და მისამართი, რომელშიც აბარებს ტესტირებას, ტესტირებაზე ჩასაბარებელი პროფესიული უნარების ტესტი და საგანი/საგანთა ჯგუფი, ტესტირების ჩატარების თარიღები და ტესტირებაზე რეგისტრაციის დაწყების დრო, ინფორმაცია პრეტესტის შესახებ

ინფორმაცია 2017 წლის შემოდგომის პროფესიულ ტესტირებაზე ჩასაბარებელი პროფესიული უნარების ტესტისა და საგნის (საგნების) შესახებ შემდეგ ვებგვერდზე:

•სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი - www.naec.ge

•კოლეჯი - profgldani.ge

პროფესიული ტესტირება კომპიუტერულად ტარდება. ტესტი პროფესიული უნარებისა და საგნის/საგანთა ჯგუფის ნაწილისაგან შედგება. დაფინანსების მოპოვების მიზნით კონკურსანტმა ტესტირებაზე პროფესიული უნარებისა და საგნის ტესტის ჯამური მაქსიმალური ქულის 25 %-ზე მეტი უნდა დააგროვოს.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა პროფესიული განათლების სისტემისათვის მოამზადა სპეციალური საგამოცდო მოდელი, რომელიც კონკრეტული სახელობო პროფესიის დაუფლებისათვის მნიშვნელოვანი, მინიმალური (საბაზო) ცოდნისა და სპეციფიკური უნარების შეფასებას ითვალისწინებს.

დამატებითი შეკითხვებისათვის დარეკეთ კოლეჯის ცხელ ხაზზე:
2-140314, 570-503-001

თარიღი:

FaceBook