სსიპ - კოლეჯი

,,გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი''

  • college_slider_01
  • college_slider_02
  • college_slider_03
  • college_slider_04
  • college_slider_05
  • college_slider_06
  • college_slider_07
  • college_slider_08
  • college_slider_09
  • college_slider_10
  • college_slider_11
  • college_slider_12
  • college_slider_13
  • college_slider_14

2020 წლის ტესტირება. საგამოცდო ბარათების გაცემა დაიწყო

News Poster პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრირებულ პირთა საყურადღებოდ!

პროფესიული განათლების მიღების მსურველ პირთა ტესტირება 2020 წლის 5-6 სექტემბერს დილის 09:00 საათზე დაიწყება.

პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრირებულმა პირმა, ტესტირების საგამოცდო ბარათის მისაღებად უნდა მიმართოს სარეგისტრაციო ცენტრს. ონლაინ რეგისტრირებულ აპლიკანტს საგამოცდო ბარათი შეუძლია ამობეჭდოს ვებ-გვერდიდან: https://vet.emis.ge/#/

რეგისტრირებული აპლიკანტის საგამოცდო ბარათში პერსონალურ მონაცემებთან ერთად, მითითებულია:

საგამოცდო ცენტრი, რომელშიც პირი აბარებს ტესტირებას;

ჩასაბარებელი პროფესიული უნარების ტესტი და საგანი/საგანთა ჯგუფი;

ტესტირების ჩატარების თარიღი;

ტესტირებაზე რეგისტრაციის დაწყების დრო;

ტესტირებაზე აპლიკანტმა თან უნდა იქონიოს:

პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი,

საგამოცდო ბარათი,

პირბადე და კალამი.

სახელმწიფო დაფინანსების მოსაპოვებლად აუცილებელია აპლიკანტმა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი (ჯამური ქულის 25%-ზე მეტი) გადალახოს.

4 სექტემბერს ონლაინ რეჟიმში შესაძლებელი იქნება წინასწარი ტესტირების გავლა ცენტრის ვებგვერდზე – www.naec.ge – განთავსებული ბმულის საშუალებით 09:00 საათიდან 20:00 საათამდე. სადაც აპლიკანტს საშუალება ექნება ყოველგვარი შეფასების გარეშე ივარჯიშოს და მოსინჯოს საკუთარი შესაძლებლობები. პრეტესტში მონაწილეობა ნებაყოფლობითია.

აღნიშნულ პროგრამაში შესვლა გამოსაცდელს შეუძლია პირადი ნომრითა და ცენტრის მიერ მოწოდებული უნივერსალური პაროლით. დეტალური ინსტრუქცია გამოქვეყნდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე: www.naec.ge. ტესტის ნიმუშები იხილეთ ბმულზე : https://naec.ge/#/ge/post/2219

თარიღი:

FaceBook

საკანონმდებლო აქტები

❖ ნორმატიული

❖ შიდა აქტები

❖ შეფასება სსსმ პირთათვის

შეფასება ★

★ ცხრილები

★ რეგულაციები