სსიპ - კოლეჯი

,,გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი''

  • college_slider_01
  • college_slider_02
  • college_slider_03
  • college_slider_04
  • college_slider_05
  • college_slider_06
  • college_slider_07
  • college_slider_08
  • college_slider_09
  • college_slider_10
  • college_slider_11
  • college_slider_12
  • college_slider_13
  • college_slider_14

2020 წლის პროფესიული ტესტირება 5-6 სექტემბერს ჩატარდება

News Poster

ტესტირება 5 სექტემბერს 09:00 საათიდან დაიწყება.

მანამდე კი, ერთი დღით ადრე, დარეგისტრირებულ მონაწილეს

შესაძლებლობა აქვს მონაწილეობა მიიღოს პრეტესტში - 4 სექტემბერს და

მასში მონაწილეობა ნებაყოფლობითია.

პროფესიულ ტესტირებაზე თან იქონიეთ:

✅ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი - დაბადების/პირადობის (ბინადრობის) მოწმობა/პასპორტი.

✅ მოსაწვევი (საგამოცდო ბარათი).

დეტალური ინფორმაცია ტესტირების ჩატარების შესახებ გამოსაცდელის საგამოცდო ბარათზე იქნება მოცემული. ბარათზე მითითებული იქნება:

✅ მონაწილის პირადი ინფორმაცია;

✅ რეგისტრაციის დრო;

✅ საგამოცდო ცენტრის მისამართი;

საგამოცდო ბარათი: პროფესიულ პროგრამებზე დარეგისტრირებული პირები მიიღებენ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს საგამოცდო ბარათების შესახებ, რომლებიც გაიცემა პროფესიულ კოლეჯებში, პროფესიული პროგრამების განმახორციელებელ უმაღლეს სასწავლებლებსა და საგანმანათლებლო რესურსცენტრებში. ბარათის ამობეჭდვა ასევე შესაძლებელია ვებგვერდიდან vet.emis.ge საგამოცდო ბარათის მისაღებად უნდა წარმოადგინოთ:

✅ სარეგისტრაციო ფურცელი;

✅ პირადობის/ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტი, დაბადების მოწმობა, პასპორტი ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ბეჭდითა და უფლებამოსილი პირის ხელმოწერით დამოწმებული განაცხადი ან სხვა დოკუმენტი, რომელშიც მოცემულია პირის ფოტოსურათი, სახელი, გვარი და პირადი ნომერი.

პრეტესტი ტესტირების წინა დღეს ონლაინრეჟიმში ჩატარდება და მასში მონაწილეობის მიღება ნებაყოფლობითია. ამ პროცესის მთავარი მიზანი შეფასება კი არაა, არამედ მონაწილეებისათვის ტესტის ფორმატისა და პროცედურების გაცნობა.

პროფესიული ტესტირება კომპიუტერით ტარდება. ტესტი პროფესიული უნარებისა და საგნის/საგანთა ჯგუფის ნაწილებისაგან შედგება. დაფინანსების მოსაპოვებლად მონაწილემ პროფესიული უნარებისა და საგნობრივი ტესტის მაქსიმალური ჯამური ქულის 25%-ზე მეტი უნდა დააგროვოს.

ტესტურ დავალებათა ნიმუშები იხილეთ: https://naec.ge/#/ge/post/2219

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ტესტირებაში მონაწილეთა ჯანმრთელობის მაქსიმალური დაცვისა და ამავე დროს პროცესის სრულყოფილად წარმართვის უზრუნველსაყოფად, გათვალისწინებული იქნება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები.

დამატებითი შეკითხვებისათვის დარეკეთ

კოლეჯის ცხელ ხაზზე:

2-140314, 570-503-001

თარიღი:

FaceBook

საკანონმდებლო აქტები

❖ ნორმატიული

❖ შიდა აქტები

❖ შეფასება სსსმ პირთათვის

შეფასება ★

★ ცხრილები

★ რეგულაციები