სსიპ - კოლეჯი

,,გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი''

  • college_slider_01
  • college_slider_02
  • college_slider_03
  • college_slider_04
  • college_slider_05
  • college_slider_06
  • college_slider_07
  • college_slider_08
  • college_slider_09
  • college_slider_10
  • college_slider_11
  • college_slider_12
  • college_slider_13
  • college_slider_14

,,სოციალური მედიის მართვა,,

News Poster

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების საკოორდინაციო ჯგუფის, საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროს და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისიის თბილისის ოფისის ერთობლივი ინიციატივით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ცხადდება რეგისტრაცია პროფესიული მომზადების მოკლევადიან პროგრამაზე

„სოციალური მედიის მართვა“

ერთობლივი პროგრამა მიზნად ისახავს შშმ პირთა პროფესიული უნარების განვითარებას, კვალიფიკაციის ამაღლებასა და დასაქმების ხელშეწყობას.

რეგისტრაციის ვადები: 2020 წლის 25 აგვისტოდან 2020 წლის 4 ოქტომბრის ჩათვლით.
https://vet.emis.ge/#/

სასწავლო პროცესი წარიმართება დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში და მოიცავს, როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ მეცადინეობებს.

აპლიკანტების პროგრამაზე დაშვების წინაპირობებია:

• სრული ზოგადი განათლება;
       • ტესტირება ინგლისურის ცოდნის შესამოწმებლად და წერის უნარ-ჩვევების გასაზომად B1;
       • გასაუბრება.

დამატებითი მოთხოვნებია:

• კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების ცოდნა.
       • კომპიუტერთან და ინტერნეტთან წვდომა.

კოლეჯში მისაღებად საჭირო დოკუმენტები:

1. აპლიკანტის, მხარდაჭერის მიმღების/შეზღუდულ ქმედუნარიანი აპლიკანტის შემთხვევაში მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი განცხადება, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
2. აპლიკანტის, მხარდაჭერის მიმღების/შეზღუდულ ქმედუნარიანი აპლიკანტის შემთხვევაში, მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
3. არასრულწლოვანი აპლიკანტის შემთხვევაში დაბადების მოწმობის ასლი;
4. 2 ცალი ფერადი ფოტოსურათი ზომით 3x4-ზე;
5. სრული ზოგადი / უმაღლესი / პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან/და ასლი, ან განათლების დამადასტურებელი იმ დოკუმენტის დედანი ან/და ასლი, რომლის მიღებაც შეუძლებელი იქნებოდა სრული ზოგადი განათლების დაძლევის გარეშე, თუ სრული ზოგადი განათლება პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობას წარმოადგენს;
6. უცხოეთში მიღებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის შემთხვევაში სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი;
7. კანონიერი წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

დამატებით მოთხოვნილი დოკუმენტები:

აპლიკანტმა რეგისტრაციის გასვლიდან 4 სამუშაო დღის ვადაში იმ დაწესებულებაში/დაწესებულებებში, სადაც უნდა სწავლა, წარადგენს:

1. ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომლითაც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლობდა ცალკეულ კლასში/სემესტრში ან საფეხურის ბოლო კლასში, დამოწმებულს ინდივიდუალური სასწავლო გეგმის სამუშაო ჯგუფის ან/და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის ხელმოწერებით;
2. სენსორული (სმენის და მხედველობის) დარღვევის შემთხვევაში:
3. აუდიოგრამას (სმენის დარღვევისას);
4. ოფთალმოლოგის მიერ გაცემულ ცნობას (მხედველობის დარღვევისას);
5. შესაბამისი სპეციალისტის მიერ გაცემულ სამედიცინო ცნობას, ქცევითი და ემოციური აშლილობისას;
6. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელ დოკუმენტს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

სწავლა დაიწყება არაუგვიანეს 2020 წლის 12 ოქტომბრისა.

სწავლის ხანგრძლივობა სულ 17 კვირა - 105 საათი, 6 საათი კვირაში; გამონაკლისი - მე-13 კვირა- 8 საათი კვირაში; მე-17 კვირა- 7 საათი კვირაში.

იხილეთ პროფესიული კურსების ჩამონათვალი PDF icon

პროგრამების კურსდამთავრებულებზე გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი!

თარიღი:

FaceBook

საკანონმდებლო აქტები

❖ ნორმატიული

❖ შიდა აქტები

❖ შეფასება სსსმ პირთათვის

შეფასება ★

★ ცხრილები

★ რეგულაციები