სსიპ - კოლეჯი

,,გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი''

  • college_slider_01
  • college_slider_02
  • college_slider_03
  • college_slider_04
  • college_slider_05
  • college_slider_06
  • college_slider_07
  • college_slider_08
  • college_slider_09
  • college_slider_10
  • college_slider_11
  • college_slider_12
  • college_slider_13
  • college_slider_14

დევნილთა პროფესიული განათლების ხელშეწყობის“ პროგრამა, განაცხადების მიღება დაიწყო

News Poster სსიპ - დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო (შემდგომში - „სააგენტო“) ახორციელებს „დევნილთა პროფესიული განათლების ხელშეწყობის“ პროგრამას (შემდგომში - „პროგრამა“).

პროგრამის ფარგლებში, პროფესიული განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით, დევნილს და ეკომიგრანტს, რომელიც 2017-2020 წლებში ჩაირიცხა სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში (შემდგომში - საგანმანათლებლო დაწესებულება) სააგენტო აუნაზღაურებს საცხოვრებელი ადგილიდან საგანმანათლებლო დაწესებულებამდე და პირიქით, გადაადგილების ხარჯს.

პროგრამის საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:

1. განაცხადი წარმოდგენილია დადგენილ ვადაში, ხელმოწერილია, შევსებულია სრულყოფილად და თანდართულია წარმოსადგენი დოკუმენტაცია. მათ შორის, იგულისხმება დეპარტამენტის მოთხოვნით გამოსწორებული ხარვეზი ან/და წარმოდგენილი დოკუმენტი;

2. განმცხადებელი რეგისტრირებულია სააგენტოს მონაცემთა ბაზაში და ფლობს დევნილის აქტიურ სტატუსს ან არის იმ ეკომიგრანტი ოჯახის წევრი, რომლებზედაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის N779 ბრძანების შესაბამისად, გამოცემულია საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების შესახებ ბრძანება;

3. განმცხადებელი სწავლობს სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში;

4. განმცხადებელი სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხულია 2017-2020 წლებში;

5. განმცხადებლის ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილსა და იმ საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის, სადაც სწავლობს მანძილი 1 კმ. ან 1 კმ-ზე მეტია.

პროგრამაში ჩასართავად, 2020 წლის 16 ოქტომბრიდან 19 ნოემბრის ჩათვლით დევნილ და ეკომიგრანტ სტუდენტებს, შესაძლებლობა ექნებათ შეავსონ განაცხადის ფორმა და დაურთონ ყველა საჭირო დოკუმენტი.

განაცხადს თან უნდა ერთოდეს:

1. განმცხადებლის პირადობის/პასპორტის ასლი;

2. ცნობა სასწავლებლიდან, ჩარიცხვის წლისა და სწავლის დასრულების ზუსტი თარიღის მითითებით;

3. განმცხადებლის სახელზე გახსნილი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;

4. შეზღუდვის დამადასტურებელი დოკუმენტი (შეზღუდვის დამადასტურებელი ცნობა, ფორმა N100 და სხვა), იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი არის შშმ პირი და ითხოვს კერძო ტრანსპორტით გადაადგილების ხარჯის ანაზღაურებას.

განაცხადის წარმოდგენა შესაძლებელია, სააგენტოში (მისამართი: ქ. თბილისი, თამარაშვილის ქ. N15ა) ან სააგენტოს ტერიტორიულ სამმართველოებში, შემდეგ მისამართზე:

1. ქ. გორი, სამების ქუჩა N1;

2. ქ. რუსთავი, ცურტაველის ქ. N5ა;

3. ქ. ქუთაისი, ირ. აბაშიძის გამზ. N27;

4. ქ. ზუგდიდი, დ. აღმაშენებლის ქ. N106.

ასევე, შევსებული და დასკანერებული განაცხადი თანდართულ დოკუმენტებთან ერთად შესაძლებელია, გამოიგზავნოს სააგენტოს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე, შემდეგ მისამართზე: info@idp.gov.ge .

განაცხადის ფორმა დამატებით ინფორმაციისთვის ან სხვა სახის კითხვის შემთხვევაში დამიკავშირდით ნომერზე 2 14 02 43/42/41;

თარიღი:

FaceBook

საკანონმდებლო აქტები

❖ ნორმატიული

❖ შიდა აქტები

❖ შეფასება სსსმ პირთათვის

შეფასება ★

★ ცხრილები

★ რეგულაციები