სსიპ - კოლეჯი

,,გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი''

  • college_slider_01
  • college_slider_02
  • college_slider_03
  • college_slider_04
  • college_slider_05
  • college_slider_06
  • college_slider_07
  • college_slider_08
  • college_slider_09
  • college_slider_10
  • college_slider_11
  • college_slider_12
  • college_slider_13
  • college_slider_14

ვაკანსიას სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის კოორდინატორის პოზიციაზე

News Poster სსიპ - კოლეჯი „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“ აცხადებს ვაკანსიას სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის კოორდინატორის პოზიციაზე
სამუშაო დატვირთვა: სრული განაკვეთი.
სამუშაო დრო: კვირაში ხუთი დღე, 09:30-დან - 18:30-მდე.
თანამდებობრივი სარგო: 1200 (ათას ორასი) ლარი.
სამუშაო ადგილი: სსიპ - კოლეჯი „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“.
მის: ქ. თბილისი, ილია ვეკუას ქ. N44.
დასაქმების ადგილის რაოდენობა: 1 ადგილი.
განაცხადების წარდგენის ვადა: 06.10.2021 – 15.10.2021.
გასაუბრება: 19.10.2021
სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის კოორდინატორი
მოთხოვნები:
• 2D ან 3D პროგრამაში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
• თანამედროვე დანადგარებთან მუშაობის გამოცდილება;
• ქართული ენის მაღალ დონეზე და ინგლისური ენის მინიმუმ საშუალო დონეზე ცოდნა;
• ჯგუფური მუშაობის უნარი;
• პუნქტუალურობა.

სასურველია: ელექტროინჟინერიის საწყისების ცოდნა და ამ მიმართულებით მარტივი პროექტების შექმნის გამოცდილება (სასურველია).

მოვალეობები:
• 2D და 3D ფაილების შესწორება, მომზადება;
• ფაბლაბში მოსული მომხმარებლებისთვის ტექნიკური კონსულტაციის გაწევა;
• სხვადასხვა ტიპის მაღალტექნოლოგიურ პროექტებზე მუშაობა;
• ლაბორატორიის აპარატურის ამუშავება და დანადგარებზე მომხმარებლების მომსახურება, რაც მიმართული იქნება ფაბლაბებში პროფესიული სტუდენტების ჩართულობისთვის;
• აპარატურის გაწმენდა-მოვლა;
• ღონისძიებებისა და სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა/განხორციელება;
• ლაბორატორიის დანადგარებისა და იდეის შესახებ პროფესიული სტუდენტებისთვის პრეზენტაციის ჩატარება;
• პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციისა და პროფესიული განათლების მასწავლებლებთან ერთად ერთობლივი პროექტების განხორციელება ლაბორატორიის სასწავლო პროცესებში გამოსაყენებლად;
• ფაბლაბების ქსელთან კოორდინირებული მუშაობა.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია: • ავტობიოგრაფია / CV;
• 2 ფოტო (3X4);
• განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ნოტარიულად დამოწმებული);
• კვალიფიკაციის/შესაბამისი პროფილით მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

საბუთების მიღება იწარმოებს კოლეჯის მისამართზე ან/და შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: profgldaniedu@gmail.com
2-140314, 2-140315

თარიღი:

FaceBook

საკანონმდებლო აქტები

❖ ნორმატიული

❖ შიდა აქტები

❖ შეფასება სსსმ პირთათვის

შეფასება ★

★ ცხრილები

★ რეგულაციები