სსიპ - კოლეჯი

,,გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი''

  • college_slider_01
  • college_slider_02
  • college_slider_03
  • college_slider_04
  • college_slider_05
  • college_slider_06
  • college_slider_07
  • college_slider_08
  • college_slider_09
  • college_slider_10
  • college_slider_11
  • college_slider_12
  • college_slider_13
  • college_slider_14

2023 წელს აპლიკანტთა შერჩევის მეორე ეტაპის განრიგი

News Poster

1) 2023 წელს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე პროფესიულ სტუდენტთა ჩარიცხვის დასრულების შემდეგ, დარჩენილი თავისუფალი ადგილების შევსების მიზნით, „მეორე ეტაპის მიღებებზე“ აპლიკანტთა შერჩევის პერიოდია 02-06.11.2023წ.

2) იმისთვის, რომ იხილოთ თქვენი საგამოცდო თარიღი, უნდა ეწვიოთ vet.emis.ge და გაიაროთ ავტორიზაცია ინდივიდუალური ელექტრონული ფოსტისა და პაროლის მითითებით. ავტორიზაციის გავლის შემდეგ, თქვენს პროფაილზე ატვირთული იქნება საგამოცდო ბარათი კოლეჯში მოტივაციური გასაუბრების კონკრეტული თარიღის, დროისა და ადგილის მითითებით. იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზაციისას შეგექმნათ დაბრკოლება, მაგალითად, ვერ იხსენებთ პაროლს ან ელექტრონულ ფოსტას, დახმარებისთვის დარეკეთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცხელ ხაზზე: 2-200-220.

გთხოვთ, მოტივაციური გასაუბრების დაწყებამდე წაიკითხეთ ინსტრუქცია. და სტუდენტთა ჩარიცხვის წესი

მოტივაციური გასაუბრების შედეგების შესახებ ინფორმაცია ყველა აპლიკანტის ანგარიშზე აისახება ეტაპობრივად. გისურვებთ წარმატებებს!

3) „მეორე ეტაპის მიღებებზე“, თუ აპლიკანტს რეგისტრაციისას რამდენიმე პროგრამა აქვს არჩეული, აპლიკანტთა შერჩევის, რეიტინგული სიების ფორმირების, შედეგების ასახვის დადგენილი თავისებურებების გათვალისწინებით, ინფორმაციის აპლიკანტისთვის ხელმისაწვდომობის შემდეგ, სარეგისტრაციო სისტემაში ირჩევს მის მიერ რეგისტრაციისას მითითებული იმ პროგრამებიდან ერთ-ერთს, რომელზეც მოიპოვა ჩარიცხვის უფლება. არჩევის ვადა - 09-10.11.2023წ.

4) არჩეულ პროგრამაზე ჩარიცხვისათვის აპლიკანტი კოლეჯის მიერ განსაზღვრულ დოკუმენტებს კოლეჯში წარადგენს დადგენილ ვადაში - 11-14.11.2023წ.

2023 წელს ჩარიცხულთათვის სწავლის დაწყების თარიღია 2023 წლის 15 ნოემბერი.

დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ ან მობრძანდით მისამართზე:
ქ. თბილისი, ილია ვეკუას ქ. N44, გლდანი, მე-5 და მე-6 მ/რაიონებს შორის
ტელ: 2140314, 2140315

თარიღი:

FaceBook

საკანონმდებლო აქტები

❖ ნორმატიული

❖ შიდა აქტები

❖ შეფასება სსსმ პირთათვის

შეფასება ★

★ ცხრილები

★ რეგულაციები