სსიპ - კოლეჯი

,,გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი''

  • college_slider_01
  • college_slider_02
  • college_slider_03
  • college_slider_04
  • college_slider_05
  • college_slider_06
  • college_slider_07
  • college_slider_08
  • college_slider_09
  • college_slider_10
  • college_slider_11
  • college_slider_12
  • college_slider_13
  • college_slider_14

ერთწლიანი სამოქმედო გეგმის (12.08.2024წ.-12.08.2025წ.) პროექტის განხილვები

News Poster

სსიპ - კოლეჯ „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში“ დაწყებულია ერთწლიანი სამოქმედო გეგმის (12.08.2024წ.-12.08.2025წ.) პროექტის საჯარო განხილვები, რომელშიც ვიმედოვნებთ, რომ თქვენც ჩაერთვებით.

ერთწლიანი სამოქმედო გეგმის (12.08.2024წ.-12.08.2025წ.) პროექტის შემუშავების მიზნით შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა დაასრულა სამუშაოები. დოკუმენტი მუშავდება გუნდურად, აქტიური ჩართულობით, თანამშრომლობისა და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, ძლიერი და სუსტი მხარეების ანალიზის საფუძველზე, კვლევების/პროგნოზების, წინა წლი(ებ)ის სამოქმედო გეგმების შეფასების, შედეგების, ანალიზის, ანგარიშებისა და დასკვნების გათვალისწინებით და სხვა აპრობირებული მეთოდოლოგიით.

ერთწლიანი სამოქმედო გეგმა უნდა ასახავდეს სტრატეგიულ გეგმაში წარმოდგენილი მიზნების მიღწევისათვის საჭირო კონკრეტულ ნაბიჯებს და ცხადყოფდეს სტრატეგიულ გეგმაში მოცემული მიზნების მიღწევის გზებს, ამ მიზნების ერთგვარ „ჩაშლას“ უფრო მცირე და ადვილად მართვად კომპონენტებად.

ვინაიდან დაგეგმვის პროცესის ყველა კომპონენტი უნდა შემუშავდეს გუნდურად, აქტიური ჩართულობით, რათა ყველას ჰქონდეს საკუთარი წვლილის შეტანის შესაძლებლობა და საბოლოო პროდუქტის მიმართ საკუთრების განცდა, სამუშაო ჯგუფი მზად არის ერთწლიანი სამოქმედო გეგმის (12.08.2024წ.-12.08.2025წ.) პროექტთან დაკავშირებით, ითანამშრომლოს ყველა დაინტერესებულ პირთან, რომლებმაც შეიძლება მოგვმართონ ნებისმიერი წინადადებითა თუ შენიშვნით ელექტრონულად, ასევე ადგილზე კოლეჯში არაუგვიანეს 2024 წლის 9 აგვისტოსი.

დამატებით გაცნობებთ, რომ პროექტი წარმოადგენს მხოლოდ სამუშაო ვერსიას და საბოლოო, შესაბამისი რეკომენდაციებისა და შენიშვნების გათვალისწინებით შეჯერებული საბოლოო ერთობლივი ნაშრომი დამატებით განთავსდება კოლეჯის ოფიციალურ ვებგვერდზე. წინასწარ მადლობთ თანამშრომლობისათვის.

პროექტი

მის: ქ. თბილისი, ილია ვეკუას ქუჩა, N44.
ტელ: 032 2-140-314; 2-140-315
ელ-ფოსტა: profgldaniedu@gmail.com
კოლეჯის ადმინისტრაცია

თარიღი:

FaceBook

საკანონმდებლო აქტები

❖ ნორმატიული

❖ შიდა აქტები

❖ შეფასება სსსმ პირთათვის

შეფასება ★

★ ცხრილები

★ რეგულაციები