ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“

მოკლევადიანი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეებისთვის

„პანდემიით დაზარალებულ მოქალაქეთა დასაქმების ხელშეწყობის პროექტი” ითვალისწინებს პანდემიით დაზარალებულ ქ. თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეებისთვის დასაქმების ხელშეწყობის მიზნით პროფესიული უნარების განვითარების გზით, შრომის ბაზრის ადეკვატური შრომითი რესურსების პროფესიულ მომზადება-გადამზადებას, სოციალურ ინტეგრაციას და დასაქმების ხელშეწყობას.
ბენეფიციარების შერჩევის ძირითადი კრიტერიუმებია:
  • • ქ. თბილისში რეგისტრაცია;
  • • მინიმალური ასაკი 18 წელი;
  • • პირები, რომლებიც წარმოადგენენ პანდემიის პერიოდში სამსახურის დაკარგვის ან/და სახელმწიფოს მიერ გაცემული ფინანსური დახმარების (200 ლარის ოდენობით) მიღების დამადასტურებელ ცნობას (ასეთის არსებობის შემთხვევვაში).
კოლეჯში მისაღებად საჭირო დოკუმენტები:
  • • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • • პანდემიის პირობებში ცნობა სამსახურის დაკარგვის შესახებ ან/და პანდემიის დროს სახელმწიფოს მიერ გაცემული ფინანსური დახმარების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

პროგრამაზე სწავლის ხანგრძლივობა - არაუმეტეს 3 თვე.
სწავლა დაიწყება არაუგვიანეს 2021 წლის 10 ივნისისა, კვირაში 3-4 დღე, დღეში 3-5 საათი.

ეს პროგრამებია:

გაიარეთ რეგისტრაცია

პროგრამის კურსდამთავრებულებზე გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი.

რეგისტრაციის ვადები: 2021 წლის 27 მაისიდან 6 ივნისის ჩათვლით.

რეგისტრაცია მიმდინარეობს ელექტრონულად www.dasakmdi.ge
მის: ქ. თბილისი, გლდანი, ილია ვეკუას ქუჩა, N44 (მე-5 და მე-6 მიკრორაიონებს შორის).
ტელ: 032 2-140-314; 2-140-315