სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი

"გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი"

  • college_slider_01
  • college_slider_02
  • college_slider_03
  • college_slider_04
  • college_slider_05
  • college_slider_06
  • college_slider_07
  • college_slider_08
  • college_slider_09
  • college_slider_10
  • college_slider_11
  • college_slider_12
  • college_slider_13
  • college_slider_14

კურსდამთავრებულების გამოშვების ცერემონია პროფესიულ სასწავლებელში

News Poster

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო პროფესიულ სასწავლებლებთან თანამშრომლობას აგრძელებს. თავდაცვის უწყებასა და „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრის“ თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა შემკეთებელ-ელექტროტექნიკოსის კურსი გაიარეს. კურსზე ჩარიცხულმა 16 სამხედრო მოსამსახურემ და 5 სამოქალაქო პირმა სასწავლო პროგრამა წარმატებით გაიარა.

კურსის დასრულება დღეს მათ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა მალხაზ მაკარაძემ და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ქეთევან ნატრიაშვილმა მიულოცეს, წარმატებები უსურვეს და სერტიფიკატები გადასცეს. პოლკოვნიკმა მალხაზ მაკარაძემ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ასევე, პროფესიული მომზადების ცენტრის ადმინისტრაციასა და პედაგოგებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

კურსის განმავლობაში მსმენელებმა სატრანსპორტო სფეროში ავტომობილების ელექტრომოწყობილობების სისტემებისა და მექანიზმების დიაგნოსტირების ხერხები და დაზიანებების აღმოფხვრის მეთოდები შეისწავლეს.

პროფესიულ სასწავლებელში მიღებული ცოდნა მათ პროფესიული საქმიანობისა და დაკისრებული მოვალეობის უკეთ შესრულებაში დაეხმარება.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და პროფესიულ კოლეჯებს, „სპექტრსა“ და „გლდანის პროფესიული მომზადების“ ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გასული წლის ოქტომბერში გაფორმდა. პროფესიულ სასწავლებლებში სამხედრო მოსამსახურეების მომზადება ფინანსური რესურსის დაზოგვასა და საბრძოლო უზრუნველყოფის ქვედანაყოფების ბრძოლისუნარიანობის ამაღლებას უწყობს ხელს. თავდაცვის უწყება პროფესიულ სასწავლებლებთან მჭიდრო თანამშრომლობას მომავალშიც გააგრძელებს.

თარიღი:

FaceBook