სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი

"გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი"

  • college_slider_01
  • college_slider_02
  • college_slider_03
  • college_slider_04
  • college_slider_05
  • college_slider_06
  • college_slider_07
  • college_slider_08
  • college_slider_09
  • college_slider_10
  • college_slider_11
  • college_slider_12
  • college_slider_13
  • college_slider_14

სამეთვალყურეო საბჭოში პროფესიული სტუდენტების მშობელთა წარმომადგენლის წევრობის მსურველ კანდიდატთა საყურადღებოდ

News Poster საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 10 სექტემბრის №176\ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - საზოგადოებრივი კოლეჯის „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრის“ წესდების შესაბამისად, კოლეჯის მართვის ორგანოებია კოლეჯის დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭო.

ამავე წესდების შესაბამისად, კოლეჯი ვალდებულია აირჩიოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი - პროფესიული სტუდენტების მშობელთა წარმომადგენელი კოლეჯში ჩატარებული არჩევნების საფუძველზე.

სამეთვალყურეო საბჭოში პროფესიული სტუდენტების მშობელთა წარმომადგენლის არჩევის მიზნით, განისაზღვრა არჩევნების დღე - 2018 წლის 10 მაისი.

კანდიდატთა განცხადებების მიღება წარმოებს 2018 წლის 1 მაისიდან 2018 წლის 7 მაისის ჩათვლით. მისამართზე: ქ. თბილისი, ხიზანიშვილის ქ., ყოველ სამუშაო დღეებში, შაბათ-კვირის გარდა, 09:30-18:30 საათამდე.

არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზნით, კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) კოლეჯის დირექტორის მიერ დამტკიცებული ნიმუშის შესაბამისი წერილობითი განცხადება, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) პროფესიული სტუდენტის დაბადების მოწმობის ასლი;

დ) ავტობიოგრაფია (CV).

განცხადება

დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ ტელეფონზე: 570503001, 2140314 ადმინისტრაცია

თარიღი:

FaceBook