სსიპ - საზოგადოებრივი კოლეჯი

"გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი"

  • college_slider_01
  • college_slider_02
  • college_slider_03
  • college_slider_04
  • college_slider_05
  • college_slider_06
  • college_slider_07
  • college_slider_08
  • college_slider_09
  • college_slider_10
  • college_slider_11
  • college_slider_12
  • college_slider_13
  • college_slider_14

ცხადდება მიღება მოკლევადიან სასერტიფიკატო კურსებზე

News Poster სოციალური მომსახურების სააგენტოს სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის განხორციელების ფარგლებში სსიპ - საზოგადოებრივი კოლეჯი „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“ აცხადებს მიღებას შემდეგ მოკლევადიან მომზადება-გადამზადების სასწავლო პროგრამებზე:

•ბუღალტერი;
•ოფისის მენეჯერი (მდივან-რეფერენტი);
•ინფორმაციული ტექნოლოგი;
•კომპიუტერული ქსელის ადმინისტრატორი;
•მძიმე სამშენებლო ტექნიკის (ავტოგრეიდერი, სატვირთველი და ჰიდრავლიკური ექსკავატორი) ოპერატორი.

პროგრამაში ჩართვის უფლება აქვთ 16 წლის ასაკს გადაცილებულ შრომითი ქმედუნარიანობის მქონე საქართველოს მოქალაქეებს, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირებს, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებს.

რეგისტრაციისათვის სამუშაოს მაძიებელი 30 აპრილიდან 4 მაისის ჩათვლით, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, პირადად უნდა ესტუმროს სოციალური მომსახურების სააგენტოს რაონულ განყოფილებებს (მისამართები იხილეთ ბმულში: http://ssa.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=18) და თან იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის დაძლევის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სამუშაოს მაძიებელი თავისუფლდება ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის დაძლევის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის ვალდებულებისაგან, თუ იგი არის შეზღუდული შესაძლებლობის ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირი, ან არის პენიტენციური დაწესებულებებიდან გათავისუფლებული და ჩართულია სსიპ - დანაშაულის პრევენციის ცენტრის ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამაში ან არის ქალი, რომელმაც ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის დაძლევა ვერ შეძლო ადრეული ქორწინების გამო.

მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების კურსების ხანგრძლივობა - 47 დღე, 141 ასტრონომიული საათი. სწავლება დღის მეორე ნახევარში. კურსების, სრულად, წარმატებით გავლის შემდეგ გაიცემა კოლეჯის სერტიფიკატი, რომელიც იქნება ორენოვანი (ქართულ და ინგლისურ ენებზე).

უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად მსურველებს შეუძლიათ დარეკონ სოციალური მომსახურების სააგენტოს ცხელ ხაზზე: 1505.
ასევე მობრძანდით კოლეჯში: ღია კარის დღეები ყოველ დღე შაბათ-კვირის გარდა.
მისამართზე: ქ. თბილისი, გლდანი, ხიზანიშვილის ქ., მე-5 და მე-6 მ/რაიონებს შორის (გლდანის ახალი საცურაო აუზის წინ).
კოლეჯის ცხელ ხაზზე: 2-140314, 570-503001

თარიღი:

FaceBook

საკანონმდებლო აქტები

❖ ნორმატიული

❖ შიდანორმატიული

❖ შეფასება სსსმ პირთათვის

შეფასება ★

★ ცხრილები