სსიპ - საზოგადოებრივი კოლეჯი

"გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი"

  • college_slider_01
  • college_slider_02
  • college_slider_03
  • college_slider_04
  • college_slider_05
  • college_slider_06
  • college_slider_07
  • college_slider_08
  • college_slider_09
  • college_slider_10
  • college_slider_11
  • college_slider_12
  • college_slider_13
  • college_slider_14

„ინფორმირებული მიგრაცია - უსაზღვრო შესაძლებლობები“

News Poster

სსიპ-საზოგადოებრივი კოლეჯი „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრმა“ მოიწვია მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM), რომელმაც ამა წლის 27 აპრილს კოლეჯის სტუდენტებისთვის ჩაატარა საინფორმაციო შეხვედრა სათაურით - „ინფორმირებული მიგრაცია - უსაზღვრო შესაძლებლობები“. მომხსენებელი გახლდათ მარიამ თოქმაზიშვილი - მიგრანტთა რესურს-ცენტრის კოორდინატორი.

IOM, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს „საქართველოში საზღვრის და მიგრაციის მართვის მდგრადობის უზრუნველყოფა“. პროექტის ერთ-ერთი მიზანია ახალგაზრდებისთვის უსაფრთხო, კანონიერი მიგრაციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, რაც მოიცავს ცნობიერების ამაღლებას ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შენარჩუნების მნიშვნელობაზე.

აღნიშნული შეხვერის თემატიკა ძალიან საინტერესო და აქტუალური აღმოჩნდა სტუდენტებისთვის, ისინი აქტიურად ჩაერთვნენ დისკუსიაში და სხვადასხვა აქტივობებში, შესაბამისად, შეხვედრამ ნაყოფიერად ჩაიარა.

სსიპ-საზოგადოებრივი კოლეჯი „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“ და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) განაგრძობენ უერთიერთთანამშრომლობას და მომდევნო შეხვედრა იგეგმება საგაზაფხულო მიღების სტუდენტებისთვის.

თარიღი:

FaceBook

საკანონმდებლო აქტები

❖ ნორმატიული

❖ შიდანორმატიული

❖ შეფასება სსსმ პირთათვის

შეფასება ★

★ ცხრილები