სსიპ - საზოგადოებრივი კოლეჯი

"გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი"

  • college_slider_01
  • college_slider_02
  • college_slider_03
  • college_slider_04
  • college_slider_05
  • college_slider_06
  • college_slider_07
  • college_slider_08
  • college_slider_09
  • college_slider_10
  • college_slider_11
  • college_slider_12
  • college_slider_13
  • college_slider_14

სპორტული ჩემპიონატი „გლდანის თასი მინი ფეხბურთში 2018“

News Poster

გლდანის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, სპორტული ჩემპიონატი „გლდანის თასი მინი ფეხბურთში 2018“ იწყება.

თუ მინი ფეხბურთი თქვენთვის სპორტის საყვარელ სახეობას წარმოადგენს, შემოგვიერთდით.

პირველ ეტაპზე, თამაშები ტერიტორიული ერთეულების მიხედვით (ავჭალა, მუხიანი, გლდანის კენტი და ლუწი მიკრო რაიონები) გაიმართება. შემდეგ კი, გლდანის რაიონის გამარჯვებული გამოვლინდება.

ჩემპიონატში მონაწილეობა 16 წლიდან ზევით, გლდანის მაცხოვრებლებით დაკომპლექტებულ გუნდებს შეუძლიათ. ტურნირში მონაწილეობას პირველი დარეგისტრირებული 32 გუნდი მიიღებს. რეგისტრაცია ონლაინ აპლიკაციის მეშვეობით ხორციელდება. გამარჯვებული გუნდის თითოეულ წევრს სპორტული მაღაზიის სასაჩუქრე ვაუჩერები გადაეცემათ:

I ადგილი - 100 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერები;

II ადგილი - 75 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერები;

III ადგილი - 50 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერები;

ტურნირის მსვლელობისას დამატებით გამოვლინდება გამარჯვებული შემდეგ ნომინაციაში:

1) საუკეთესო ფეხბურთელი;

2) საუკეთესო მეკარე;

3) ბომბარდირი;

ნომინაციებში გამარჯვებულებს სპორტული მაღაზიის 50-ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერები გადაეცემათ.

„გლდანის თასი მინი ფეხბურთში 2018“-ის გამარჯვებული გუნდი გლდანის რაიონის სახელით, თბილისის თასზე იასპარეზებს, სადაც მონაწილეობას თბილისის ათი რაიონის გამარჯვებული გუნდები მიიღებენ.

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 5 სექტემბერი;

ტურნირის ჩატარების თარიღები და სხვა საორგანიზაციო საკითხები დარეგისტრირებულ გუნდებს ეცნობება;

რეგისტრაციისთვის გადადით მითითებულ ბმულზე:

https://docs.google.com/…/1FAIpQLSeKxPjxQ3qTWgMJ8L…/viewform

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 596 517 878, ან მოგვწერეთ ელ-ფოსტაზე: mariamkeshelava@gmail.com

თარიღი:

FaceBook

საკანონმდებლო აქტები

❖ ნორმატიული

❖ შიდანორმატიული

❖ შეფასება სსსმ პირთათვის

შეფასება ★

★ ცხრილები