სსიპ - საზოგადოებრივი კოლეჯი

"გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი"

  • college_slider_01
  • college_slider_02
  • college_slider_03
  • college_slider_04
  • college_slider_05
  • college_slider_06
  • college_slider_07
  • college_slider_08
  • college_slider_09
  • college_slider_10
  • college_slider_11
  • college_slider_12
  • college_slider_13
  • college_slider_14

აპლიკანტთა საყურადღებოდ

News Poster

2018 წლის შემოდგომაზე ორგანიზებული პროფესიული ტესტირების გზით პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად საფეხურზე ჩასარიცხად აპლიკანტების მიერ შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის ვადებია 2018 წლის 26 ნოემბრიდან 29 ნოემბრის 18:30 საათამდე. აპლიკანტმა კოლეჯში უნდა წარმოადგინოს:

1.1. აპლიკანტის, ქმედუუნარო/შეზღუდულ ქმედუნარიანი აპლიკანტის შემთხვევაში მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი განცხადება, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;

1.2. აპლიკანტის, ქმედუუნარო/შეზღუდულ ქმედუნარიანი აპლიკანტის შემთხვევაში, მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

1.3. არასრულწლოვანი აპლიკანტის შემთხვევაში დაბადების მოწმობის ასლი;

1.4. 2 ცალი ფერადი ფოტოსურათი ზომით 3x4-ზე;

1.5. საბაზო საფეხურის/ სრული ზოგადი / უმაღლესი / პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან/და ასლი, ან განათლების დამადასტურებელი იმ დოკუმენტის დედანი ან/და ასლი, რომლის მიღებაც შეუძლებელი იქნებოდა საბაზო საფეხურის ზოგადი განათლების ან/და სრული ზოგადი განათლების დაძლევის გარეშე, თუ სრული ზოგადი განათლება პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობას წარმოადგენს;

1.6. უცხოეთში მიღებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის შემთხვევაში სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი;

1.7. კანონიერი წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

ამ დოკუმენტების დადგენილ ვადაში წარუდგენლობა ან არასრულყოფილად წარდგენა გახდება აპლიკანტის ჩარიცხვაზე უარის თქმის საფუძველი.

2018 წლის შემოდგომაზე ორგანიზებული პროფესიული ტესტირების გზით ჩარიცხულთათვის სწავლის დაწყების სავარაუდო თარიღია 2018 წლის 3 დეკემბერი.

გაცნობებთ, რომ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამების პირველად საფეხურებზე ჩასარიცხად 2018 წლის შემოდგომაზე ორგანიზებული პროფესიული ტესტირების შედეგები ცნობილია და შეგიძლიათ იხილოთ საიტებზე: vet.emis.ge ან profgldani.ge

დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ ან მობრძანდით მისამართზე:
ქ. თბილისი, ხიზანიშვილის ქ., გლდანი, მე-5 და მე-6 მ/რაიონებს შორის (ახალი საცურაო აუზის წინ)
ტელ: 2140314, 2140315, 570503001

თარიღი:

FaceBook

საკანონმდებლო აქტები

❖ ნორმატიული

❖ შიდანორმატიული

❖ შეფასება სსსმ პირთათვის

შეფასება ★

★ ცხრილები