სსიპ - საზოგადოებრივი კოლეჯი

"გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი"

  • college_slider_01
  • college_slider_02
  • college_slider_03
  • college_slider_04
  • college_slider_05
  • college_slider_06
  • college_slider_07
  • college_slider_08
  • college_slider_09
  • college_slider_10
  • college_slider_11
  • college_slider_12
  • college_slider_13
  • college_slider_14

გერმანული კომპანია KLETT-GRUPPE-ის წარმომადგენლები სტუმრად გლდანის კოლეჯში

News Poster ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის დახმარებით, გლდანის საზოგადოებრივი კოლეჯი მასპინძლობას უწევდა გერმანული კომპანია KLETT-GRUPPE-ის წარმომადგენლებს.

კომპანია ძირითადად საქმიანობს საგამომცემლო სფეროში, თუმცა, ახორციელებს სხვადასხვა საგანმანათლებლო და სასწავლო მიმართულებებსაც. სხვადასხვა ქვეყნებში აფუძნებს სასწავლო ცენტრებს ან თანამშრომლობს იქაურ საგანმანათლებლო ორგანიზაციებთან.

აღნიშნული შეხვედრა ემსახურებოდა საქართველოში პროფესიული განათლების სისტემის გაცნობას. საუბარი შეეხო მექატრონიკის, საწარმოო ავტომატიკის პროგრამების განვითარებას, დუალურ პროგრამებს, მასწავლებელთა გადამზადებას და ა.შ. კომპანიის წარმომადგენლები გაეცნენ პროფესიული განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეებს, პროფესიული ტესტირებისა და ჩარიცხვის პროცედურებს, დაფინანსების მოპოვების რეგულაციებს. შეისწავლეს დაწესებულების პროფილი, სასწავლო პროცესი, საგანმანათლებლო პროგრამები და დაათვალიერეს კოლეჯის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, აუდიტორიები და სახელოსნოები. მხარეებმა გამოთქვეს ინიციატივა მსგავსი შეხვედრების ორგანიზებისა და ურთიერთთანამშრომლობის გაგრძელების შესახებ.

თარიღი:

FaceBook

საკანონმდებლო აქტები

❖ ნორმატიული

❖ შიდანორმატიული

❖ შეფასება სსსმ პირთათვის

შეფასება ★

★ ცხრილები