სსიპ - საზოგადოებრივი კოლეჯი

"გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი"

  • college_slider_01
  • college_slider_02
  • college_slider_03
  • college_slider_04
  • college_slider_05
  • college_slider_06
  • college_slider_07
  • college_slider_08
  • college_slider_09
  • college_slider_10
  • college_slider_11
  • college_slider_12
  • college_slider_13
  • college_slider_14

პროფესიული განათლების მასწავლებლის ვაკანსია

News Poster სსიპ - საზოგადოებრივი კოლეჯი „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი” აცხადებს პროფესიული განათლების მასწავლებლის ვაკანსიას დანართი N1-ით განსაზღვრული მოდულ(ებ)ის განსახორციელებლად მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისთვის „მობილურ-საკომუნიკაციო აპარატების შეკეთება“.

სამუშაო აღწერილობა:

•პროფესიული სტუდენტების მომზადება დამტკიცებული პროგრამის/ მოდულის შესაბამისად;

•კალენდარული გეგმის შედგენა სასწავლო გეგმის შესაბამისად;

•პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების შეფასების ინსტრუმენტის შემუშავება;

•საჭიროების შემთხვევაში, სტუდენტისთვის/სტუდენტებისთვის დამატებითი შეფასების ჩატარება;

•სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პროფესიული სტუდენტებისთვის სასწავლო მასალის მოდიფიცირება/აკომოდირება;

•სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესით განსაზღვრული სხვა მოთხოვნებისა და პროფესიული განათლების მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

•პროფესიული ან უმაღლესი განათლება.

•მნიშვნელოვანია დარგობრივი პროფილით მუშაობის სტაჟი და გამოცდილება.

•სასურველია კანდიდატს ჰქონდეს პედაგოგიური გამოცდილება.

დამატებითი ინფორმაცია:

პროფესიული განათლების მასწავლებლის შრომის ანაზღაურება განისაზღვრება საათობრივი ანაზღაურების შესაბამისად. ვაკანსიით დაინტერესებული კანდიდატები შეირჩევიან გასაუბრების საფუძველზე.
გასაუბრებისთვის განიხილებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომელთა რეზიუმე პასუხობს სავაკანსიო მოთხოვნებს.

CV წარმოდგენის ვადა: 05.04.2019-ის ჩათვლით.

დაინტერესებულ აპლიკანტებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე-CV შემდეგ მისამართზე:

profgldaniedu@gmail.com

ტელ: 2 140314, 570 503001;

მის: ქ. თბილისი, გლდანი V და VI მკ/რ შორის, ხიზანიშვილის ქ.

ვებ მისამართი: profgldani.ge

FACEBOOK- საზოგადოებრივი კოლეჯი „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“

დანართი N1

•გაცნობითი პრაქტიკა-მობილურ-საკომუნიკაციო აპარატების ტექნიკოსი;

•საწარმოო პრაქტიკა-მობილურ-საკომუნიკაციო აპარატების ტექნიკოსი;

•პრაქტიკული პროექტი-მობილურ-საკომუნიკაციო აპარატების ტექნიკოსი;

•შრომის უსაფრთხოება მობილურ კომუნიკაციებში;

•მობილურ-საკომუნიკაციო აპარატების ტექნიკოსის სამუშაო ადგილის ორგანიზება;

•ფიზიკური (ელექტრო-მექანიკური) დაზიანების აღმოფხვრა;

•ტესტირება კვების წყაროზე;

•აპარატის დაშლა-აწყობა;

•ტესტირება პროგრამულ ფუნქციონალობაზე;

•ტესტირება მიღება-გადაცემაზე;

•პროგრამული დაზიანების დიაგნოსტიკა;

•დედა დაფის ვიზუალური დაზიანების პოვნა-აღმოფხვრა;

•ელექტრო დაზიანების დიაგნოსტიკა;

•ვიზუალური დაზიანების დიაგნოსტიკა;

•დაზიანების სირთულის განსაზღვრა;

•პროგრამული დაზიანების აღმოფხვრა;

•ტესტირება მულტიმედიაზე;

•ტესტირება უსადენო გადაცემაზე;

•ტესტირება გარემოწყობილობებზე;

•ტესტირება GSM-მულტიმეტრზე.

პროგრამის „მობილურ-საკომუნიკაციო აპარატების შეკეთება“ შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ კოლეჯის ვებ გვერდზე profgldani.ge

თარიღი:

FaceBook

საკანონმდებლო აქტები

❖ ნორმატიული

❖ შიდანორმატიული

❖ შეფასება სსსმ პირთათვის

შეფასება ★

★ ცხრილები