სსიპ - კოლეჯი

,,გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი''

  • college_slider_01
  • college_slider_02
  • college_slider_03
  • college_slider_04
  • college_slider_05
  • college_slider_06
  • college_slider_07
  • college_slider_08
  • college_slider_09
  • college_slider_10
  • college_slider_11
  • college_slider_12
  • college_slider_13
  • college_slider_14

ცხადდება მიღება მოკლევადიან სასერტიფიკატო კურსებზე

News Poster 2019 წელს სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის განხორციელების ფარგლებში სსიპ - საზოგადოებრივი კოლეჯი „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“ აცხადებს მიღებას შემდეგ მოკლევადიან მომზადება-გადამზადების სასწავლო პროგრამებზე:

•„ბუღალტრული აღრიცხვა“;

•„ოფისის მენეჯერი“;

•„ინფორმაციული ტექნოლოგი“;

•„კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების ადმინისტრატორი“;

•,,კომპიუტერული გრაფიკოსი“;

•„ვებ-პროგრამისტი“.

სოციალური მომსახურების სააგენტო პროფესიულ კურსებზე სწავლის მსურველებს სააგენტო ვაუჩერს გადასცემს, რომლის მაქსიმალური ღირებულება 1000 ლარს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის კი 1500 ლარს შეადგენს. მომზადება-გადამზადების კურსები 2-დან 3 თვემდე გრძელდება.

მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების პროგრამები შრომის ბაზრის თვისობრივი კვლევის საფუძველზე შემუშავდა, რომელმაც მოთხოვნადი პროფესია გამოავლინა. სამიზნე ჯგუფს 16 წლის ზემოთ, შრომითი ქმედუნარიანობის მქონე საქართველოს მოქალაქეები, საქართველოში მუდმივი ბინადრობის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები წარმოადგენენ.

სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამა მიმდინარე წელსაც ორ ეტაპად წარიმართება. პირველი ეტაპის რეგისტრაცია 2 აპრილიდან 12 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. სასწავლო პროცესი კი, სავარაუდოდ 15 აპრილიდან დაიწყება.

პროგრამაში ჩართვის მსურველებისთვის აუცილებელ პირობას შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემა - www.worknet.gov.ge-ზე რეგისტრაცია წარმოადგენს. სამუშაოს მაძიებელმა, დადგენილ ვადებში, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს უნდა მიმართოს და რეგისტრაცია გაიაროს. სწავლის დასაფინანსებლად სპეციალურ ვაუჩერებსაც სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები გასცემენ.

2018 წელს, პროფესიული სასწავლო კურსები წარმატებით 2574-მა ბენეფიციარმა დაასრულა. სხვადასხვა კომპონენტის ფარგლებში კი, სააგენტოს ხელშეწყობით 1888 სამუშაოს მაძიებელი დასაქმდა, მათ შორის 99 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია.

სსიპ - საზოგადოებრივი კოლეჯის „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრის“ მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების კურსების ხანგრძლივობა - 47 დღე, 141 ასტრონომიული საათი. სწავლება შესაძლებელია დღის მეორე ნახევარში. კურსების, სრულად, წარმატებით გავლის შემდეგ გაიცემა კოლეჯის სერტიფიკატი, რომელიც იქნება ორენოვანი (ქართულ და ინგლისურ ენებზე).

უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად მსურველებს
შეუძლიათ დარეკონ სოციალური მომსახურების სააგენტოს ცხელ ხაზზე: 1505.
http://ssa.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=99&info_id=2169
ასევე მობრძანდით კოლეჯში: ღია კარის დღეები ყოველ დღე შაბათ-კვირის გარდა.
მისამართზე: ქ. თბილისი, გლდანი, ხიზანიშვილის ქ., მე-5 და მე-6 მ/რაიონებს შორის (გლდანის ახალი საცურაო აუზის წინ).
კოლეჯის ცხელ ხაზზე: 2-140314, 570-503001

თარიღი:

FaceBook

საკანონმდებლო აქტები

❖ ნორმატიული

❖ შიდა აქტები

❖ შეფასება სსსმ პირთათვის

შეფასება ★

★ ცხრილები