სსიპ - კოლეჯი

,,გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი''

  • college_slider_01
  • college_slider_02
  • college_slider_03
  • college_slider_04
  • college_slider_05
  • college_slider_06
  • college_slider_07
  • college_slider_08
  • college_slider_09
  • college_slider_10
  • college_slider_11
  • college_slider_12
  • college_slider_13
  • college_slider_14

2019 წლის საგაზაფხულო ტესტირება. საგამოცდო ბარათების გაცემა დაიწყო

News Poster 2019 წლის საგაზაფხულო ტესტირება
ჩატარდება 5 მაისს 09:00 საათიდან.
პრეტესტი ჩატარდება 4 მაისს 09:00 საათიდან. და მასში მონაწილეობა ნებაყოფლობითია.
პროფესიულ ტესტირებაზე თან იქონიეთ:
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი - დაბადების/პირადობის (ბინადრობის) მოწმობა/პასპორტი და მოსაწვევი (საგამოცდო ბარათი). -----------------------------------------
საგამოცდო ბარათი:
პროფესიული ტესტირებისათვის ბარათები გაიცემა სარეგისტრაციო ცენტრებში - საგანმანათლებლო რესურსცენტრები და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებები.
ბარათის ამობეჭდვა ასევე შესაძლებელია ვებგვერდიდან www.vet.emis.ge.
საგამოცდო ბარათის აღება შეგიძლიათ 4 მაისის ჩათვლით. უნიკალური კოდის დაკარგვის შემთხვევაში დარეკეთ ცხელ ხაზზე: (+995 32) 2 200 220.
საგამოცდო ბარათის მისაღებად თან იქონიეთ:
•სარეგისტრაციო ფურცელი;
•პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
საგამოცდო ბარათში, პერსონალურ მონაცემებთან ერთად მიეთითება ის საგამოცდო ცენტრი და მისამართი, რომელშიც აბარებს ტესტირებას, ტესტირებაზე ჩასაბარებელი პროფესიული უნარების ტესტი და საგანი/საგანთა ჯგუფი, ტესტირების ჩატარების თარიღები და ტესტირებაზე რეგისტრაციის დაწყების დრო, ინფორმაცია პრეტესტის შესახებ. ----------------------------------------
ინფორმაცია 2019 წლის საგაზაფხულო პროფესიულ ტესტირებაზე ჩასაბარებელი პროფესიული უნარების ტესტისა და საგნის (საგნების) შესახებ შემდეგ ვებგვერდზე:
•სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი - www.naec.ge
•კოლეჯი - profgldani.ge
პროფესიული ტესტირება კომპიუტერულად ტარდება.
ტესტი პროფესიული უნარებისა და საგნის/საგანთა ჯგუფის ნაწილისაგან შედგება.
დაფინანსების მოპოვების მიზნით კონკურსანტმა ტესტირებაზე პროფესიული უნარებისა და საგნის ტესტის ჯამური მაქსიმალური ქულის 25 %-ზე მეტი უნდა დააგროვოს.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა პროფესიული განათლების სისტემისათვის მოამზადა სპეციალური საგამოცდო მოდელი, რომელიც კონკრეტული სახელობო პროფესიის დაუფლებისათვის მნიშვნელოვანი, მინიმალური (საბაზო) ცოდნისა და სპეციფიკური უნარების შეფასებას ითვალისწინებს.

თარიღი:

FaceBook

საკანონმდებლო აქტები

❖ ნორმატიული

❖ შიდა აქტები

❖ შეფასება სსსმ პირთათვის

შეფასება ★

★ ცხრილები