სსიპ - საზოგადოებრივი კოლეჯი

"გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი"

  • college_slider_01
  • college_slider_02
  • college_slider_03
  • college_slider_04
  • college_slider_05
  • college_slider_06
  • college_slider_07
  • college_slider_08
  • college_slider_09
  • college_slider_10
  • college_slider_11
  • college_slider_12
  • college_slider_13
  • college_slider_14

2019 წელს ოპერატორთა კლუბის შეჯიბრი საქართველოში უკვე მესამედ ჩატარდება ქალაქ ბათუმში.

News Poster

2019 წელს ოპერატორთა კლუბის შეჯიბრი საქართველოში უკვე მესამედ ჩატარდება ქალაქ ბათუმში.

ასოციაციის წევრი კომპანია “ელიტ მოტორსი” და Volvo Construction Equipment-ი წლევანდელ ოპერატორთა კლუბის შეჯიბრს ბათუმში, 22 ივნისს მართავს და იწვევს მძიმე ტექნიკის ოპერატორებს შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად.

„ოპერატორთა კლუბი“-ს შეჯიბრის მიზანია, გამოავლინოს და წაახალისოს, ასევე მისცეს პროფესიული უნარ ჩვევებისა და პროფესიონალიზმის გამოვლენის შანსი ქართველ მძიმე სამშენებლო ტექნიკის ოპერატორებს.

„ოპერატორთა კლუბი“-ს ფინალში გასული 3 ფინალისტი მიიღებს საჩუქრად კომპანია Volvo CE-ის ბრენდირებულ პროდუქციას, ხოლო 1 და მე-2 ადგილზე გასული ფინალისტები მათთვის სასურველ ერთ პიროვნებასთან ერთად, გაემგზავრებიან ევროპის ფინალზე შვედეთში. ის კომპანიები, რომლის წარმომადგენლებიც იქნებიან გამარჯვებული ოპერატორები, დაჯილდოვდებიან სპეციალური ფასდაკლების ბარათებით და გახდებიან „ელიტ მოტორსი“-ს მიერ დაარსებული „ელიტ კლუბი“-ს საპატიო წევრები.

კლუბში მონაწილე ქვეყნებია (ავსტრია, ბელგია, ინგლისი, გერმანია, საქართველო, იტალია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, პოლონეთი, რუსეთი, თურქეთი, ჩეხეთი, საფრანგეთი, შვეიცარია, უკრაინა) ჯამში მონაწილეთა რაოდენობა 23 000 ოპერატორს ითვლის.

აქვე აუცილებელია ითქვას, რომ სამშენებლო სექტორი საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილია, შესაბამისად, ამ სფეროში დასაქმებულ პროფესიონალებსა და მაღალი ხარისხის სამშენებლო ტექნიკაზე მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება. აღნიშნული ღონისძიება ხელს უწყობს ჩვენს ქვეყანას ხსენებული მოთხოვნის დაკმაყოფილებაში, სამშენებლო ტექნიკის ოპერატორთა პროფესიონალიზმის გაუმჯობესებასა და პროფესიული განათლების წახალისებაში.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ კოლეჯის კურსდამთავრებულებს, რომელთაც გააჩნიათ შესაბამისი კვალიფიკაცია და შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობა.

დაინტერესების შემთხვევაში, 15 ივნისამდე გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfTT9NkH4vgSKWJZOxt7eGeeui1JYTrAkmt9S1i1_8oW7P3gg/viewform?fbclid=IwAR3YZPIYpKkVosG96dI6cDHX_iiKqb1xgAXRzNyvOtS4Zm64lswv-IHz-tE

ღონისძიების გამართვის თარიღი: 22 ივნისი.
შეჯიბრის მსვლელობის პერიოდი: 10:00სთ - 20:00 სთ.

შეჯიბრის მსვლელობის ადგილი: რუსთაველის N42-ში სასტუმრო “ჰილტონის” გვერდით მდებარე ტერიტორია.

შეჯიბრის მსვლელობის ადგილი: რუსთაველის N42-ში სასტუმრო “ჰილტონის” გვერდით მდებარე ტერიტორია.

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ მიმართოთ კოლეჯის ადმინისტრაციას.

თარიღი:

FaceBook

საკანონმდებლო აქტები

❖ ნორმატიული

❖ შიდა აქტები

❖ შეფასება სსსმ პირთათვის

შეფასება ★

★ ცხრილები