სსიპ - კოლეჯი

,,გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი''

  • college_slider_01
  • college_slider_02
  • college_slider_03
  • college_slider_04
  • college_slider_05
  • college_slider_06
  • college_slider_07
  • college_slider_08
  • college_slider_09
  • college_slider_10
  • college_slider_11
  • college_slider_12
  • college_slider_13
  • college_slider_14

ვაკანსია „მათემატიკური წიგნიერება“ მასწავლებლის პოზიციაზე

News Poster სსიპ - კოლეჯი „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“ აცხადებს ვაკანსიას საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში ინტეგრირებული ზოგადი მოდულის, „მათემატიკური წიგნიერება“ მასწავლებლის პოზიციაზე

სამუშაო დატვირთვა განისაზღვრება:

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო გეგმისა და კოლეჯის შინაგანაწესის შესაბამისად;

თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება:

სსიპ - კოლეჯ ,,გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრის“ დირექტორის მიერ დამტკიცებული პროფესიული განათლების მასწავლებელთა საათობრივი ანაზღაურების ტარიფის შესაბამისად;

სამუშაო ადგილი:

სსიპ - კოლეჯი „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“;

მის: ქ.თბილისი, გლდანი, ხიზანიშვილის ქუჩა (V და VI მ/რ შორის);

ვაკანტური ადგილის რაოდენობა: 1;

განაცხადების წარდგენის ვადა: 11.10.2019 – 20.20.2019.

მასწავლებლობის მსურველი პირი უნდა აკმაყოფილებდეს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ მოთხოვნას:

• ზოგადი განათლების საბაზო და/ან საშუალო საფეხურზე მათემატიკის სწავლების სამწლიანი გამოცდილება;

• საგნობრივი გამოცდით დადასტურებული მათემატიკის მასწავლებლის კვალიფიკაცია;

• მათამეტიკის ბაკალავრი (მასწავლებლობის უფლებით - გავლილი აქვს 60 კრედიტიანი პროგრამა/პროფესიული განათლების პედაგოგიური კურსი;

სხვა შემთხვევაში, პედაგოგიური კურსის გავლა სავალდებულოა სწავლების პირველივე წელს);

• მაგისტრანტი სპეციალობით „მათემატიკა“ (სწავლების გამოცდილების არქონის შემთხვევაში, პედაგოგიკაში გადამზადება სავალდებულოა სწავლების პირველივე წელს);

• მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (სწავლების გამოცდილების არქონის შემთხვევაში, პედაგოგიკაში გადამზადება სავალდებულოა სწავლების პირველივე წელს).

მოვალეობები: • პროფესიული სტუდენტების სწავლება მოდულით, „მათემატიკური წიგნიერება“ განსაზღვრული თემატიკის შესაბამისად;

• კალენდარული გეგმის შედგენა სასწავლო გეგმის შესაბამისად;

• პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების შეფასების ინსტრუმენტის შემუშავება და განხორციელება;

• საჭიროების შემთხვევაში, პროფესიული სტუდენტებისთვის დამატებითი შეფასების განხორციელება;

• სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების/შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პროფესიული სტუდენტებისთვის სასწავლო მასალის მოდიფიცირება/აკომოდირება;

• კოლეჯის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვა და სხვ.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

• CV;

• 2 ფოტო (3X4);

• პირადობის მოწმობის ასლი;

• განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

• კვალიფიკაციის/შესაბამისი პროფილით მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

• საგნობრივი გამოცდით დადასტურებული მათემატიკის მასწავლებლის კვალიფიკაციის არსებობის შემთხვევაში, დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

• მასწავლებლობის უფლების მოპოვების 60 კრედიტიანი პროგრამის ან პროფესიული განათლების პედაგოგიური კურსის გავლის შემთხვევაში, დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

• მოდულის, „მათემატიკური წიგნიერება“ განხორციელების ხედვის/კონცეფციის წარმოდგენა.

კონკურსის ეტაპები:

• საბუთების გადარჩევა;

• გასაუბრება.

საკონკურსო განაცხადს თან ერთვის მოდულის, „მათემატიკური წიგნიერება“ ელექტრონული (word) და გაიდის/გზამკვლევის (zip) ვერსიები.

საბუთების მიღება იწარმოებს შემდეგ ელ.მისამართებზე:

www.hr.gov.ge; profgldaniedu@gmail.com სსიპ - კოლეჯ „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში“, მის: ქ.თბილისი, გლდანი, ხიზანიშვილის ქუჩა (V და VI მ/რ შორის).

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით შემდეგ საკონტაქტო ნომრებზე:

2 14 03 14; 2 14 03 15; 570 503 001.

თარიღი:

FaceBook

საკანონმდებლო აქტები

❖ ნორმატიული

❖ შიდა აქტები

❖ შეფასება სსსმ პირთათვის

შეფასება ★

★ ცხრილები

★ რეგულაციები