სსიპ - კოლეჯი

,,გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი''

  • college_slider_01
  • college_slider_02
  • college_slider_03
  • college_slider_04
  • college_slider_05
  • college_slider_06
  • college_slider_07
  • college_slider_08
  • college_slider_09
  • college_slider_10
  • college_slider_11
  • college_slider_12
  • college_slider_13
  • college_slider_14

ცხადდება საშემოდგომო მიღება მოკლევადიან სასერტიფიკატო კურსებზე

News Poster 2019 წელს სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის განხორციელების ფარგლებში სსიპ - კოლეჯი „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“ აცხადებს მიღებას შემდეგ მოკლევადიან მომზადება-გადამზადების პროფესიულ პროგრამებზე:

• „ბუღალტრული აღრიცხვა“;

• „ოფისის მენეჯერი“;

• „ინფორმაციული ტექნოლოგი“;

• „კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების ადმინისტრატორი“;

• კომპიუტერული გრაფიკოსი“;

• „ვებ-პროგრამისტი“.

სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტო პროფესიულ კურსებზე სწავლის მსურველებს სააგენტო ვაუჩერს გადასცემს, რომლის მაქსიმალური ღირებულება 1000 ლარს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის კი 1500 ლარს შეადგენს. მომზადება-გადამზადების კურსები 2-დან 3 თვემდე გრძელდება.

კურსების სამიზნე ჯგუფს 16 წლის ზემოთ, შრომითი ქმედუნარიანობის მქონე საქართველოს მოქალაქეები, საქართველოში მუდმივი ბინადრობის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები წარმოადგენენ.

სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამა 2019 წელს ორ ეტაპად წარიმართება. პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია. საშემოდგომო, მეორე ეტაპის სასწავლო პროცესი 25 სექტემბრიდან დაიწყება.

პროგრამაში ჩართვის მსურველებისთვის აუცილებელ პირობა არის შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემა - www.worknet.gov.ge-ზე რეგისტრაცია. სამუშაოს მაძიებელმა, დადგენილ ვადებში, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს უნდა მიმართოს და რეგისტრაცია გაიაროს. სწავლის დასაფინანსებლად სპეციალურ ვაუჩერებსაც სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები გასცემენ.

სსიპ - კოლეჯის „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრის“

მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების კურსების ხანგრძლივობა არის 141

ასტრონომიული საათი. სწავლება შესაძლებელია დღის მეორე ნახევარშიც.

კურსების, სრულად, წარმატებით გავლის შემდეგ გაიცემა კოლეჯის

სერტიფიკატი, რომელიც იქნება ორენოვანი (ქართულ და ინგლისურ ენებზე).

უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად მსურველებს

შეუძლიათ დარეკონ სოციალური მომსახურების სააგენტოს ცხელ ხაზზე: 1505.

ასევე მობრძანდით კოლეჯში: ღია კარის დღეები ყოველ დღე შაბათ-კვირის გარდა.

მისამართზე: ქ. თბილისი, გლდანი, ხიზანიშვილის ქ., მე-5 და მე-6 მ/რაიონებს შორის

(გლდანის ახალი საცურაო აუზის წინ).

კოლეჯის ცხელ ხაზზე: 2-140314, 570-503001

თარიღი:

FaceBook

საკანონმდებლო აქტები

❖ ნორმატიული

❖ შიდა აქტები

❖ შეფასება სსსმ პირთათვის

შეფასება ★

★ ცხრილები