სსიპ - კოლეჯი

,,გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი''

  • college_slider_01
  • college_slider_02
  • college_slider_03
  • college_slider_04
  • college_slider_05
  • college_slider_06
  • college_slider_07
  • college_slider_08
  • college_slider_09
  • college_slider_10
  • college_slider_11
  • college_slider_12
  • college_slider_13
  • college_slider_14

ცხადდება კონკურსი არაფორმალური განათლების აღიარების კონსულტანტთა შერჩევის მიზნით

News Poster

2019 წლის 17 სექტემბრიდან სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აცხადებს კონკურსს არაფორმალური განათლების აღიარების კონსულტანტთა (შემდგომში - კონსულტანტთა) შერჩევის მიზნით.

კონსულტანტთა საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:

ა) უმაღლესი განათლება ან/და პროფესიული განათლება;

ბ) საოფისე პროგრამების ცოდნა;

გ) გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

დ) მონაცემების შეგროვების, ანალიზისა და არგუმენტირებული მსჯელობის უნარი.

კონკურსი ჩატარდება შემდეგი ეტაპების მიხედვით:

ა) განაცხადის წარდგენა, რომელსაც თან უნდა დაერთოს ავტობიოგრაფია (CV), ფოტოსურათი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და კვალიფიკაციის/განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი - 17 სექტემბრიდან 24 სექტემბრის ჩათვლით;

ბ) განაცხადების გადარჩევა - 25 სექტემბერი;

გ) ტრენინგის ჩატარება და ტესტირება - 1 ოქტომბერი;

დ) ტესტირების შედეგების განხილვა კომისიის მიერ და კონკურსანტებისათვის საბოლოო შედეგების ინდივიდუალურად გაცნობა შედეგების მათ ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნის გზით - 7 ოქტომბერი.

შესრულებული პრაქტიკული დავალების შესაბამისად, შეფასდება პოტენციური კონსულტანტის ძირითადი ამოცანა-მოვალეობების შესრულების მზაობა და შესაძლებლობა.

კონსულტანტის შესასრულებელ სამუშაოს წარმოადგენს:

ა) არაფორმალური განათლების აღიარების წესის შესაბამისად სამუშაოს შესრულება;

ბ) მაძიებლის ინფორმირება არაფორმალური განათლების აღიარების მიზნების შესახებ;

გ) მაძიებლის ინფორმირება არაფორმალური განათლების აღიარებისათვის წარსადგენი დოკუმენტაციის, პროცედურების, ეტაპებისა და მოსალოდნელი შედეგების შესახებ;

დ) მაძიებლის ინფორმირება არაფორმალური განათლების აღიარებასთან დაკავშირებული სხვა დამატებითი მოთხოვნებისა და საჭიროებების შესახებ;

ე) კონსულტირების ფორმის შედგენა, შესაბამისი დოკუმენტების (მტკიცებულებების) შეგროვება და ამღიარებელი დაწესებულებისათვის ან/და აღიარების კომისიისათვის მიწოდების უზრუნველყოფა;

ვ) არაფორმალური განათლების აღიარების კონსულტანტთა შერჩევის, სერტიფიცირების და სტატუსის შეწყვეტის წესიდან გამომდინარე სხვა აქტივობები.

ელექტრონული ფორმით განცხადების წარმოდგენა შესაძლებელია ცენტრის ოფიციალურ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@eqe.ge - ზე. არასრული დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

აუცილებელია ელექტრონული ფოსტის სათაურის ველში (Subject) კონკურსში მონაწილე პირმა მიუთითოს ვაკანსიის დასახელება (კონსულტანტი).

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

მისამართი: საქართველო, თბილისი 0193, მ. ალექსიძის ქ. N2

ტელეფონი: (+995 32) 2 200 220

www.eqe.ge

თარიღი:

FaceBook

საკანონმდებლო აქტები

❖ ნორმატიული

❖ შიდა აქტები

❖ შეფასება სსსმ პირთათვის

შეფასება ★

★ ცხრილები