სსიპ - კოლეჯი

,,გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი''

  • college_slider_01
  • college_slider_02
  • college_slider_03
  • college_slider_04
  • college_slider_05
  • college_slider_06
  • college_slider_07
  • college_slider_08
  • college_slider_09
  • college_slider_10
  • college_slider_11
  • college_slider_12
  • college_slider_13
  • college_slider_14

2019 წლის შემოდგომის მიღება დაიწყ

News Poster

დაიწყო 2019 წლის შემოდგომის მიღება სსიპ - კოლეჯ „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში“ პროფესიული განათლების მიღების მსურველთათვის.

2019 წლის შემოდგომის პროფესიულ ტესტირებაზე რეგისტრაცია მიმდინარეობს 2019 წლის 2 ოქტომბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით.

რეგისტრაციები იწარმოებს კოლეჯებში, რესურსცენტრებში, ასევე აპლიკანტებს საშუალება ექნებათ ონლაინ დარეგისტრირდნენM განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის სპეციალური პროგრამაში (vet.emis.ge); პროფესიული ტესტირების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ გარკვეული ვადის ფარგლებში აპლიკანტს საშუალება ეძლევა სარეგისტრაციო განცხადებაში შეცვალოს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების საბოლოო რეიტინგული ჩამონათვალი, ასევე, შეუძლია ჩასაბარებელი საგნების მიხედვით დაამატოს ისეთი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება/დაწესებულებები და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები, რომელიც/რომლებიც მანამდე არ ჰქონდა არჩეული.

წელს პირველად, პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, აპლიკანტებს მიეცემათ შესაძლებლობა “ინფორმაციის ტექნოლოგია” - დუალურ პროგრამაზე ჩაირიცხონ პროფესიული ტესტირების გარეშე, მხოლოდ პარტნიორ, კერძო კომპანიასთან წარმატებით გავლილი გასაუბრების საფუძველზე. დუალურ პროგრამაზე რეგისტრაციისათვის სასურველია, აპლიკანტი გვეწვიოს კოლეჯში და მიიღოს სათანადო კონსულტაცია.

ინფორმაცია ჩვენი პროფესიული პროგრამებისა და სწავლების შესახებ შეიძლება მიიღოთ ვებ-მისამართზე profgldani.ge
ან გამოცდების ეროვნული ცენტრის საიტზე vet.emis.ge
ასევე https://www.mes.gov.ge/content.php?id=9412&lang=geo

ან მობრძანდით ჩვენთან: ღია კარის დღეები ყოველ დღე შაბათ-კვირის გარდა

მისამართზე: ქ. თბილისი, გლდანი, ხიზანიშვილის ქ., მე-5 და მე-6 მ/რაიონებს შორის
(გლდანის ახალი საცურაო აუზის წინ).

დამატებითი შეკითხვებისათვის დარეკეთ კოლეჯის ცხელ ხაზზე:
2-140314, 2-140315

თარიღი:

FaceBook

საკანონმდებლო აქტები

❖ ნორმატიული

❖ შიდა აქტები

❖ შეფასება სსსმ პირთათვის

შეფასება ★

★ ცხრილები

★ რეგულაციები