სსიპ - კოლეჯი

,,გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი''

  • college_slider_01
  • college_slider_02
  • college_slider_03
  • college_slider_04
  • college_slider_05
  • college_slider_06
  • college_slider_07
  • college_slider_08
  • college_slider_09
  • college_slider_10
  • college_slider_11
  • college_slider_12
  • college_slider_13
  • college_slider_14

2019 წლის საშემოდგომო ტესტირება. საგამოცდო ბარათების გაცემა დაიწყო

News Poster 2019 წლის საშემოდგომო ტესტირება ჩატარდება 27 ოქტომბერს.

პრეტესტი ჩატარდება 26 ოქტომბერს. და მასში მონაწილეობა ნებაყოფლობითია.

პროფესიულ ტესტირებაზე თან იქონიეთ:

პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი - დაბადების/პირადობის (ბინადრობის) მოწმობა/პასპორტი და მოსაწვევი (საგამოცდო ბარათი).

საგამოცდო ბარათი:

პროფესიული ტესტირებისათვის ბარათები გაიცემა სარეგისტრაციო ცენტრებში - საგანმანათლებლო რესურსცენტრები და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებები.

ბარათის ამობეჭდვა ასევე შესაძლებელია ვებგვერდიდან www.vet.emis.ge.

საგამოცდო ბარათის აღება შეგიძლიათ 22 ოქტომბრიდან 26 ოქტომბრის ჩათვლით.

უნიკალური კოდის დაკარგვის შემთხვევაში დარეკეთ ცხელ ხაზზე: (+995 32) 2 200 220.

საგამოცდო ბარათის მისაღებად თან იქონიეთ:

•სარეგისტრაციო ფურცელი;

•პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

საგამოცდო ბარათში, პერსონალურ მონაცემებთან ერთად მიეთითება ის საგამოცდო ცენტრი და მისამართი, რომელშიც აბარებს ტესტირებას, ტესტირებაზე ჩასაბარებელი პროფესიული უნარების ტესტი და საგანი/საგანთა ჯგუფი, ტესტირების ჩატარების თარიღები და ტესტირებაზე რეგისტრაციის დაწყების დრო, ინფორმაცია პრეტესტის შესახებ.

ინფორმაცია 2019 წლის საშემოდგომო პროფესიულ ტესტირებაზე ჩასაბარებელი პროფესიული უნარების ტესტისა და საგნის (საგნების) შესახებ შემდეგ ვებგვერდზე:

•სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი - www.naec.ge

•კოლეჯი - profgldani.ge

პროფესიული ტესტირება კომპიუტერულად ტარდება.

ტესტი პროფესიული უნარებისა და საგნის/საგანთა ჯგუფის ნაწილისაგან შედგება. დაფინანსების მოპოვების მიზნით კონკურსანტმა ტესტირებაზე პროფესიული უნარებისა და საგნის ტესტის ჯამური მაქსიმალური ქულის 25 %-ზე მეტი უნდა დააგროვოს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა პროფესიული განათლების სისტემისათვის მოამზადა სპეციალური საგამოცდო მოდელი, რომელიც კონკრეტული სახელობო პროფესიის დაუფლებისათვის მნიშვნელოვანი, მინიმალური (საბაზო) ცოდნისა და სპეციფიკური უნარების შეფასებას ითვალისწინებს.

თარიღი:

FaceBook

საკანონმდებლო აქტები

❖ ნორმატიული

❖ შიდა აქტები

❖ შეფასება სსსმ პირთათვის

შეფასება ★

★ ცხრილები