სსიპ - კოლეჯი

,,გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი''

  • college_slider_01
  • college_slider_02
  • college_slider_03
  • college_slider_04
  • college_slider_05
  • college_slider_06
  • college_slider_07
  • college_slider_08
  • college_slider_09
  • college_slider_10
  • college_slider_11
  • college_slider_12
  • college_slider_13
  • college_slider_14

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთა საყურადღებოდ!

News Poster 2019 წლის შემოდგომაზე ორგანიზებული პროფესიული ტესტირების გზით პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად საფეხურზე ჩასარიცხად სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტმა 2019 წლის 11 ნოემბრიდან 2019 წლის 15 ნოემბრის ჩათვლით კოლეჯში უნდა წარმოადგინოს:

1. აპლიკანტის, ქმედუუნარო/შეზღუდულ ქმედუნარიანი აპლიკანტის შემთხვევაში მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი განცხადება, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;

2. აპლიკანტის, ქმედუუნარო/შეზღუდულ ქმედუნარიანი აპლიკანტის შემთხვევაში, მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

3. არასრულწლოვანი აპლიკანტის შემთხვევაში დაბადების მოწმობის ასლი;

4. 2 ცალი ფერადი ფოტოსურათი ზომით 3x4-ზე;

5. საბაზო საფეხურის/ სრული ზოგადი / უმაღლესი / პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან/და ასლი, ან განათლების დამადასტურებელი იმ დოკუმენტის დედანი ან/და ასლი, რომლის მიღებაც შეუძლებელი იქნებოდა საბაზო საფეხურის ზოგადი განათლების ან/და სრული ზოგადი განათლების დაძლევის გარეშე, თუ სრული ზოგადი განათლება პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობას წარმოადგენს;

6. უცხოეთში მიღებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის შემთხვევაში სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი;

7. კანონიერი წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

აღნიშნული დოკუმენტაციის განსაზღვრული ვადაში წარუდგენლობა ან არასრულყოფილად წარდგენა გახდება აპლიკანტის ჩარიცხვაზე უარის თქმის საფუძველი.

2019 წლის შემოდგომაზე ორგანიზებული პროფესიული ტესტირების გზით ჩარიცხულთათვის სწავლის დაწყების სავარაუდო თარიღია 2019 წლის 25 ნოემბერი.

დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ ან მობრძანდით მისამართზე:

ქ. თბილისი, ხიზანიშვილის ქ., გლდანი, მე-5 და მე-6 მ/რაიონებს შორის (ახალი საცურაო აუზის წინ)

ტელ: 2140314, 2140315

თარიღი:

FaceBook

საკანონმდებლო აქტები

❖ ნორმატიული

❖ შიდა აქტები

❖ შეფასება სსსმ პირთათვის

შეფასება ★

★ ცხრილები