სსიპ - კოლეჯი

,,გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი''

  • college_slider_01
  • college_slider_02
  • college_slider_03
  • college_slider_04
  • college_slider_05
  • college_slider_06
  • college_slider_07
  • college_slider_08
  • college_slider_09
  • college_slider_10
  • college_slider_11
  • college_slider_12
  • college_slider_13
  • college_slider_14

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“

News Poster პროფესიული გადამზადების მოკლევადიანი კურსები თბილისში

რეგისტრირებული მოქალაქეებისთვის

პროგრამა ითვალისწინებს ქ. თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეებისთვის პროფესიული უნარების

განვითარებას, კვალიფიკაციის ამაღლებასა და დასაქმების ხელშეწყობას.

ბენეფიციარების შერჩევის ძირითადი კრიტერიუმებია:

• ქ. თბილისში რეგისტრაცია;

• საბაზისო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;

• მინიმალური ასაკი 18 წელი;

• გასაუბრება დარგის სპეციალისტთან.

შერჩევისას უპირატესობა მიენიჭებათ: სოციალურად დაუცველებს, იძულებით გადაადგილებულ პირებს, ომის ვეტერანის ოჯახის წევრებს, მარჩენალდაკარგულებს, დედით ან მამით ობოლ პირებს, მრავალშვილიანი ოჯახის წევრებს.

კოლეჯში მისაღებად საჭირო დოკუმენტები:

• წერილობითი განცხადება;

• პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

• 2 ცალი ფერადი ფოტოსურათი ზომით 3x4-ზე;

• საბაზო საფეხურის/ სრული ზოგადი / უმაღლესი / პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან/და ასლი;

• უცხოეთში მიღებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის შემთხვევაში სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი.

პროგრამის კურსდამთავრებულებზე გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი!

თითოეულ სპეციალობაზე სწავლის ხანგრძლივობა არის ორი თვე. სასწავლო პროცესი მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ მეცადინეობებს. სწავლა დაიწყება არაუგვიანეს 23 დეკემბრისა, კვირაში 3-4 დღე, დღეში 3 საათი.

პროგრამებია:

1. „ამზომველ-ტოპოგრაფი (აზომვით-ტოპოგრაფიული სამუშაოების შესრულება)“.

2. „კომპიუტერული გრაფიკოსი (რასტრული გამოსახულების შექმნა და დამუშავება)“.

3. „ტანსაცმლის დიზაინი და კერვა“.

პროგრამებზე რეგისტრაცია მიმდინარეობს ელექტრონულად, ასევე კოლეჯში ადგილზე,

მის: გლდანი, მე-5 მკ/რ, ხიზანიშვილის ქუჩა (ახალი საცურაო აუზის მიმდებარედ).

ტელ: 032 2-14-03-14; 2-14-03-15

რეგისტრაციის ვადები: 2019 წლის 2 დეკემბრიდან 13 დეკემბრის ჩათვლით

თარიღი:

FaceBook

საკანონმდებლო აქტები

❖ ნორმატიული

❖ შიდა აქტები

❖ შეფასება სსსმ პირთათვის

შეფასება ★

★ ცხრილები