ინფორმაცია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“ დარეგისტრირებულთათვის
პროფესიული გადამზადების მოკლევადიანი კურსებზე დარეგისტრირებული ბენეფიციარებისათვის 2019 წლის 24 დეკემბერს კოლეჯში გაიმართება შერჩევა-გასაუბრება.
ბენეფიციარების შერჩევის ძირითადი კრიტერიუმებია: • ქ. თბილისში რეგისტრაცია;
• საბაზისო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
• მინიმალური ასაკი 18 წელი;
• გასაუბრება დარგის სპეციალისტთან;
შერჩევისას უპირატესობა მიენიჭებათ: სოციალურად დაუცველებს, იძულებით გადაადგილებულ პირებს, ომის ვეტერანის ოჯახის წევრებს, მარჩენალდაკარგულებს, დედით ან მამით ობოლ პირებს, მრავალშვილიანი ოჯახის წევრებს.
კოლეჯში მისაღებად საჭირო დოკუმენტები:
• წერილობითი განცხადება; • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
• 2 ცალი ფერადი ფოტოსურათი ზომით 3x4-ზე;
• საბაზო საფეხურის/ სრული ზოგადი / უმაღლესი / პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან/და ასლი;
• უცხოეთში მიღებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის შემთხვევაში სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი.
მის: გლდანი, მე-5 და მე-6 მკ/რ შორის, ილია ვეკუას ქუჩა, N44 (ახალი საცურაო აუზის მიმდებარედ)
ტელ: 032 2 14 03 14, 032 2 14 03 15
იხილიეთ შერჩევის გრაფიკი:
მოკლევადიანი პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამა
1. „ამზომველ-ტოპოგრაფი (აზომვით-ტოპოგრაფიული სამუშაოების შესრულება)“ -- 10:00 საათი 24.12.2019წ.
2. „კომპიუტერული გრაფიკოსი (რასტრული გამოსახულების შექმნა და დამუშავება)“ -- 12:00 საათი, 24.12.2019წ.
3. „ტანსაცმლის დიზაინი და კერვა“ -- 16:00 საათი, 24.12.2019წ.
თარიღი: