სსიპ - კოლეჯი

,,გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი''

  • college_slider_01
  • college_slider_02
  • college_slider_03
  • college_slider_04
  • college_slider_05
  • college_slider_06
  • college_slider_07
  • college_slider_08
  • college_slider_09
  • college_slider_10
  • college_slider_11
  • college_slider_12
  • college_slider_13
  • college_slider_14

მიმდინარეობს სტრატეგიული განვითარების გეგმის (2018-2025წწ.) ცვლილების პროექტის შემუშავება

News Poster

კოლეჯის სტრატეგიული განვითარების გეგმის (2018-2025წწ.) ცვლილების პროექტის შემუშავების მიზნით კოლეჯის დირექტორის მიერ შექმნილია სამუშაო ჯგუფი. პროექტი მუშავდება გუნდურად, კოლეჯის თანამშრომლების, პროფესიული განათლების მასწავლებლების/პროფესიული სტუდენტების აქტიური ჩართულობით.

ის შესაბამისობაში უნდა იყოს კოლეჯის მისიაში გაცხადებულ მიზნებთან და ორიენტირებული უნდა იყოს მათ შესრულებაზე, უნდა გამომდინარეობდეს დაწესებულების ხედვიდან, აზუსტებდეს მას კონკრეტული მიზნებით. სტრატეგიული გეგმის შედგენისას ასევე გასათვალისწინებელია ქვეყნის/რეგიონის პრიორიტეტები და დაინტერესებული მხარეების მოლოდინი.

ვინაიდან დაგეგმვის პროცესის ყველა კომპონენტი უნდა შემუშავდეს გუნდურად, ჩართულობით, რათა ყველას ჰქონდეს საკუთარი წვლილის შეტანის შესაძლებლობა და საბოლოო პროდუქტის მიმართ საკუთრების განცდა, სამუშაო ჯგუფი მზად არის სტრატეგიული განვითარების გეგმის (2018-2025წწ.) ცვლილების პროექტის შემუშავების მიზნით ითანამშრომლოს ყველა დაინტერესებულ პირთან, რომლებმაც შეიძლება მიმართონ კოლეჯის ადმინისტრაციას ყოველ დღე შაბათ-კვირის გარდა.

კოლეჯის ადმინისტრაცია

თარიღი:

FaceBook

საკანონმდებლო აქტები

❖ ნორმატიული

❖ შიდა აქტები

❖ შეფასება სსსმ პირთათვის

შეფასება ★

★ ცხრილები

★ რეგულაციები