სსიპ - კოლეჯი

,,გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი''

  • college_slider_01
  • college_slider_02
  • college_slider_03
  • college_slider_04
  • college_slider_05
  • college_slider_06
  • college_slider_07
  • college_slider_08
  • college_slider_09
  • college_slider_10
  • college_slider_11
  • college_slider_12
  • college_slider_13
  • college_slider_14

საქართველოში საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში სსიპ - კოლეჯ „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში“ საქმისწარმოების განსხვავებული წესი

News Poster 1. საქართველოში საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში სსიპ - კოლეჯ „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში“ დოკუმენტების მიღება და გაგზავნა შესაძლებელია კოლეჯის ოფიციალური ელექტრონული ფოსტის – profgldaniedu@gmail.com (შემდგომში - ელექტრონული ფოსტა) გამოყენებით, ან მატერიალური ფორმით (მათ შორის, „საქართველოს ფოსტის“ მეშვეობით).

2. კოლეჯის ელექტრონულ ფოსტასა (profgldaniedu@gmail.com) და სოციალურ ქსელთან (ფეისბუქ გვერდი f:კოლეჯი “გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი”) წვდომასთან დაკავშირებით განსაზღვრულია სსიპ - კოლეჯ „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრის“ პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის მენეჯერი, რომელიც ელექტრონულ ფოსტაზე შემოსულ კორესპონდენციას ელექტრონული დოკუმენტბრუნვის - eflow-ს სისტემაში დარეგისტრირების მიზნით უგზავნის საქმისმწარმოებელს.

3. კოლეჯის ელექტრონულ ფოსტაზე შემოსული მოქალაქეთა განცხადებები/წერილები და თანმდევი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარმოდგენილი უნდა იყოს დასკანერებული (ხელმოწერილი), გამოგზავნილ შეტყობინებაზე მიბმული სახით და თან უნდა ახლდეს განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. სხვა შემთხვევაში წარმოდგენილი განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია არ დარეგისტრირდება. ამ შემთხვევიდან გამონაკლისს წარმოადგენენ კოლეჯში დასაქმებული პირები და პროფესიული სტუდენტები/მსმენელები.

4. ელექტრონულ ფოსტაზე შემოსული იურიდიული პირების განცხადებები/წერილები და თანდართული დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესრულებული და ხელმოწერილი უნდა იყოს შესაბამისი იურიდიული პირის ოფიციალურ სატიტულო ფურცელზე/ბლანკზე.

5. დაწესებულებაში გარეშე პირთა დაშვებისა და გადაადგილების მაქსიმალური შეზღუდვის მიზნით, კოლეჯის დაცვის სამსახურის (მათ შორის, დაცვის პოლიციის) თანამშრომელი უფლებამოსილია კოლეჯში მატერიალური სახით შემოსულ კორესპონდენციას გადაუღოს ფოტო და გადაუგზავნოს პირადი ელექტრონული ფოსტის ან „messenger“-ის საშუალებით კოლეჯის საქმისმწარმოებელს, ელექტრონული დოკუმენტბრუნვის - eflow-ს სისტემაში დარეგისტრირების მიზნით. მოქალაქის თანხმობის შემთხვევაში დაცვის სამსახურის თანამშრომელი უფლებამოსილია მოქალაქის იდენტიფიცირებისთვის მოითხოვოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და დასურათებული ვერსია შემოსულ კორესპონდენციასთან ერთად გადაუგზავნოს საქმისმწარმოებელს. პერსონალური ინფორმაციის დამუშავება განხორციელდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის შესაბამისად.

6. ელექტრონულ ფოსტაზე შემოსულ დოკუმენტებთან დაკავშირებით ელექტრონული დოკუმენტბრუნვის - eflow-ს სისტემაში მომზადებული პასუხები ჩამოიტვირთება და კოლეჯის ელექტრონული ფოსტიდან იგზავნება სათანადო ადრესატთან შესაბამის ელექტრონულ ფოსტაზე.

7. ელექტრონული და მატერიალური ფორმით (მათ შორის, ფოსტის მეშვეობით) შემოსულ კორესპონდენციაზე პასუხები, რომლებიც გაიცემა მხოლოდ მატერიალური ფორმით, გაიცემა მხოლოდ ორშაბათს და ხუთშაბათს, ხოლო თუ აღნიშნული დღე ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე დღეს - მომდევნო სამუშაო დღეს.

8. მოკითხვამდე და ფოსტის მიერ დაბრუნებულ დოკუმენტებზე განმცხადებლებთან გაიგზავნება SMS შეტყობინებები.

9. დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ საჯარო ინფორმაციის მიღების მიზნით, კონსულტირებისა და დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდნენ კოლეჯის ცხელს ხაზს: 032-2140-314, 032-2140-315, 09:30-დან 18:30 საათამდე.

თარიღი:

FaceBook

საკანონმდებლო აქტები

❖ ნორმატიული

❖ შიდა აქტები

❖ შეფასება სსსმ პირთათვის

შეფასება ★

★ ცხრილები

★ რეგულაციები