სსიპ - კოლეჯი

,,გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი''

  • college_slider_01
  • college_slider_02
  • college_slider_03
  • college_slider_04
  • college_slider_05
  • college_slider_06
  • college_slider_07
  • college_slider_08
  • college_slider_09
  • college_slider_10
  • college_slider_11
  • college_slider_12
  • college_slider_13
  • college_slider_14

ვაკანსია ციფრული ხელოვნების მასწავლებლის პოზიციაზე

News Poster

სსიპ - კოლეჯი „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“ აცხადებს პროფესიული განათლების მასწავლებლის ვაკანსიას პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების, „ინდუსტრიული დიზაინის სტილისტიკა“ და „გრაფიკული დიზაინის შესრულება“ შემავალი მოდულების განხორციელების მიზნით:

• ხაზვა ინდუსტრიული დიზანისთვის;
• ინდუსტრიული დიზაინის სტილისტიკა;
• ბეჭვდამდელი სამუშაოების შესრულება.

სამუშაო აღწერილობა:

• პროფესიული სტუდენტების მომზადება შემუშავებული პროგრამის/მოდულის შესაბამისად;
• კალენდარული გეგმის შედგენა სასწავლო გეგმის შესაბამისად;
• პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების შეფასების ინსტრუმენტის შემუშავება;
• საჭიროების შემთხვევაში, პროფესიული სტუდენტის(ებ)თვის დამატებითი (განმეორებითი) შეფასების განხორციელება;
• სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პროფესიული სტუდენტებისთვის სასწავლო მასალის მოდიფიცირება/აკომოდირება;
• სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესით განსაზღვრული სხვა მოთხოვნებისა და პროფესიული განათლების მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

• პროფესიული ან უმაღლესი განათლება.
• შესაბამისი დარგობრივი პროფილით მუშაობისა და/ან პედაგოგიური საქმიანობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
• სასურველია კანდიდატს ჰქონდეს პედაგოგიური გამოცდილება.

დამატებითი ინფორმაცია:

პროფესიული განათლების მასწავლებლის შრომის ანაზღაურება განისაზღვრება საათობრივი ანაზღაურების შესაბამისად.
ვაკანსიით დაინტერესებული კანდიდატები ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობის გამო შეირჩევიან სატელეფონო ან კომუნიკაციის სხვა საშუალებით ჩატარებული გასაუბრების საფუძველზე.
გასაუბრებისთვის განიხილებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომელთა რეზიუმე პასუხობს სავაკანსიო მოთხოვნებს.

CV წარმოდგენის ვადა: 11.05.2020-20.05.2020

დაინტერესებულ აპლიკანტებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე/CV კოლეჯის ელექტრონულ მისამართზე: profgldaniedu@gmail.com

ტელ: +995-32-2-140-314, 315
მის: ქ. თბილისი, ილია ვეკუას ქ. N44
ვებ მისამართი: profgldani.ge
FACEBOOK- კოლეჯი “გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“
საკონტაქტო პირი: თამარ გიორგობიანი, 598106130

დანართები:

ხაზვა ინდუსტრიული დიზანისთვის;
ინდუსტრიული დიზაინის სტილისტიკა;
ბეჭვდამდელი სამუშაოების შესრულება.

პროგრამების, „ინდუსტრიული დიზაინის შესრულება“ და „გრაფიკული დიზაინის შესრულება“
შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებ გვერდზე vet.ge/specializations/ციფრული-ხელოვნება/

თარიღი:

FaceBook

საკანონმდებლო აქტები

❖ ნორმატიული

❖ შიდა აქტები

❖ შეფასება სსსმ პირთათვის

შეფასება ★

★ ცხრილები

★ რეგულაციები