სსიპ - კოლეჯი

,,გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი''

  • college_slider_01
  • college_slider_02
  • college_slider_03
  • college_slider_04
  • college_slider_05
  • college_slider_06
  • college_slider_07
  • college_slider_08
  • college_slider_09
  • college_slider_10
  • college_slider_11
  • college_slider_12
  • college_slider_13
  • college_slider_14

2020 წლის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო

News Poster

დაიწყო 2020 წლის რეგისტრაცია სსიპ - კოლეჯ „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში“ პროფესიული განათლების მიღების მსურველთათვის.

2020 წლის პროფესიულ ტესტირებაზე რეგისტრაცია მიმდინარეობს 2020 წლის 20 მაისიდან 10 აგვისტოს ჩათვლით.

რეგისტრაციები იწარმოებს კოლეჯებში, რესურსცენტრებში, ასევე აპლიკანტებს საშუალება ექნებათ ონლაინ დარეგისტრირდნენ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის სპეციალური პროგრამაში (vet.emis.ge); პროფესიული ტესტირების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ გარკვეული ვადის ფარგლებში აპლიკანტს საშუალება ეძლევა სარეგისტრაციო განცხადებაში შეცვალოს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების საბოლოო რეიტინგული ჩამონათვალი, ასევე, შეუძლია ჩასაბარებელი საგნების მიხედვით დაამატოს ისეთი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება/დაწესებულებები და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები, რომელიც/რომლებიც მანამდე არ ჰქონდა არჩეული.

წელს პირველად, საქართველოში ცხრა კლასის განათლების მქონე პირს უკვე აქვს საშუალება სწავლა პროფესიულ სასწავლებელში გააგრძელოს და ატესტატთან გათანაბრებული დიპლომი მიიღოს. ინტეგრირებული პროგრამის დასრულების შემდეგ, პირს სურვილის შემთხვევაში, საშუალება ექნება სწავლა უმაღლეს სასწავლებელში გააგრძელოს, რაც აქამდე შეუძლებელი იყო.

ჩვენი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებია:

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა პროგრამის ტიპი მოდულური საფეხური/დონე დღის I ნახევარი დღის II ნახევარი
ბუღალტრული აღრიცხვა მოდულური 5 --- დღის მეორე ცვლა
ინფორმაციის ტექნოლოგია მოდულური 3 დღის პირველი ცვლა დღის მეორე ცვლა
საოფისე საქმე მოდულური 4 --- დღის მეორე ცვლა
კომპიუტერული ქსელი და სისტემები მოდულური 4 დღის პირველი ცვლა ---
საფინანსო სერვისები მოდულური 3 --- დღის მეორე ცვლა
სამკერვალო წარმოება მოდულური 3 დღის პირველი ცვლა
აზომვით-ტოპოგრაფიული სამუშაოს შესრულება ინტეგრირებული 4 დღის პირველი ცვლა ---

შენიშვნა: სასწავლო პროცესის დაწყება-დასრულების დრო შესაძლოა შეიცვალოს. დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ კოლეჯის ადმინისტრაციას.

ინფორმაცია გამოცხადებული პროგრამების მიხედვით 2020 წლის პროფესიულ ტესტირებაზე ჩასაბარებელი პროფესიული უნარების ტესტისა და საგნის (საგნების) შესახებ იხილეთ http://vet.ge/jump_profession/enrollment-procedure/

ინფორმაცია ჩვენი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებისა და სწავლების შესახებ შეიძლება მიიღოთ ვებ-მისამართზე profgldani.ge ან გამოცდების ეროვნული ცენტრის საიტზე vet.emis.ge

ასევე http://mes.gov.ge/content.php?id=10352&lang=geo

კოლეჯში მიმდინარეობს ონლაინ კონსულტაცია
მის: ქ. თბილისი, გლდანი, ილია ვეკუას ქ. N44, მე-5 და მე-6 მ/რაიონებს შორის (გლდანის საცურაო აუზის წინ).

დამატებითი შეკითხვებისათვის მოგვწერეთ ან დარეკეთ კოლეჯის ცხელ ხაზზე: 2-140314, 2-140315

თარიღი:

FaceBook

საკანონმდებლო აქტები

❖ ნორმატიული

❖ შიდა აქტები

❖ შეფასება სსსმ პირთათვის

შეფასება ★

★ ცხრილები

★ რეგულაციები