სსიპ - კოლეჯი

,,გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი''

  • college_slider_01
  • college_slider_02
  • college_slider_03
  • college_slider_04
  • college_slider_05
  • college_slider_06
  • college_slider_07
  • college_slider_08
  • college_slider_09
  • college_slider_10
  • college_slider_11
  • college_slider_12
  • college_slider_13
  • college_slider_14

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციულ ღონისძიებათა განხორციელებასთან დაკავშირებით შეწყვეტილი სასწავლო პროცესი განახლდება 2020 წლის 6 ივლისიდან

News Poster 2020 წლის 6 ივლისიდან

სწავლება წარიმართება სალექციო განრიგის (ცხრილის) მიხედვით, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ კოლეჯში, ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას.

გთხოვთ, ახა¬ლი კო¬რო¬ნა¬ვირუ¬სის გავ¬რცე¬ლე¬ბის პრე¬ვენ¬ცი¬ის მიზნით მაქსიმალურად გაითვალისწინოთ ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციების რეკომენდაციები, კოლეჯის შინაგანაწესი და ყურადღებით გაეცნოთ შენობის თვალსაჩინო ადგილებში გამოკრულ ინფორმაციას.

გაითვალისწინეთ, რომ კოლეჯში არ დაიშვება ნებისმიერი პირი - ადმინისტრაციის წევრი, მასწავლებელი, სტუდენტი/მსმენელი ან სტუმარი ინდივიდუალური დაცვის საშუალებების, ნიღბების გარეშე (საჭიროების შემთხვევაში, სახის ფარები/დამცავი სათვალეები, ხალათები).

• პროფესიული განათლების მასწავლებლებისა და ცვლაში მისაღები პროფესიული სტუდენტების/მსმენელების რაოდენობა ნაწილდება ისე, რომ პრაქტიკული და თეორიული სწავლებისთვის განკუთვნილ სივრეში უზრუნველყოფილ იქნას 2 მეტრიანი დისტანციის დაცვა. ამასთან, დაცულ იქნას პროფესიულ სტუდენტთა/მსმენელთა სასწავლო მაგიდებთან იმგვარად განთავსება, რომ არ აღმოჩნდნენ ერთმანეთის პირისპირ;

• დაწესებულების მთელ ტერიტორიაზე ნაკადი დასაშვებია უსაფრთხო დისტანციის დაცვით (2მ); • კოლეჯში შემოსული ერთიან შესასვლელთან გადის თერმოსკრინინგს და ხდება შესაბამისი მონაცემების აღრიცხვა, რათა გააკონტროლდეს როგორც პროფესიული განათლების მასწავლებელთა, ასევე ადმინისტრაციის წარმომადგენლებისა და პროფესიული სტუდენტების/მსმენელების, ასევე ნებისმიერი სტუმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა ტემპერატურის გაზომვით. ცხელების დაფიქსირების შემთხვევაში დაუყოვნებლივ ეცნობება 112-ის ცხელ ხაზს;

• ისარგებლეთ კოლეჯის შესასვლელში განთავსებული დეზობარიერით; • გაეცანით თვალსაჩინო ადგილას გამოკრულ COVID-19 ვირუსთან დაკავშირებულ პრევენციული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას და სადეზინფექციო საშუალებების სწორად მოხმარების ინსტრუქციებს;

• კოლეჯში არ დაუშვება ნებისმიერი პირი (ადმინისტრაციის თანამშრომლები, პროფესიული განათლების მასწავლებლები, პროფესიული სტუდენტები, მსმენელები, სტუმრები) ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გარეშე (ნიღბები, საჭიროების შემთხვევაში სახის ფარები/დამცავი სათვალეები, ხალათები);

• სისტემატურად ისარგებლეთ ხელის დაბანის საშუალებებით; • ნარჩენები (ერთჯერადი ხელსახოცები თუ სხვა) გამოყენების შემდეგ მოათავსეთ ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურულ კონტეინერებში;

• საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 29 მაისის №01-227/ო ბრძანებით დამტკიცებული დანართი №14-ით გათვალისწინებული ვალდებულებები განისაზღვროს ამ დანართის განუყოფელ ნაწილად.

ვალდებულებები პროფესიული ტესტირების მიზნით ორგანიზებული საგამოცდო ცენტრებისთვის, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და იურიდიული პირებისათვის, რომლებიც პროფესიული ტესტირების ფარგლებში გეგმავენ კონკურსის/შერჩევის ორგანიზებას ან/და პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამებზე მსმენელთა შერჩევის ორგანიზებას

o მაგიდების განლაგებისას დაიცავით 2მ დისტანცია;
o არ დაუშვით საგამოცდო ცენტრში/დაწესებულებაში არცერთი პირი დამცავი ნიღბის გარეშე;
o აპლიკანტები მაგიდებთან არ განათავსოთ ერთმანეთის პირისპირ;
o გამოიყენეთ ცვლებში მუშაობის რეჟიმი;
o ყოველი ცვლის შემდგომ გამოიყენეთ სანიტარული შესვენება;
o უზრუნველყავით საგამოცდო დარბაზის შესასვლელში ხელის დეზინფექციისთვის საჭირო სულ მცირე, 70% ალკოჰოლის შემცველი ხელის დასამუშავებელი ხსნარის განთავსება;
o უზრუნველყავით გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა გამოყენებული ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერების განთავსება, რომელშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პლასტიკური პაკეტი. ნარჩენების პარკის ამოღება და განკარგვა მოხდეს ხელის ჰიგიენის უპირობო დაცვით. უზრუნველყოს ასეთი ნარჩენების დროული გატანა შესაბამისი პირის/სამსახურის მიერ;

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების, ასევე პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამების განმახორციელებლი დაწესებულებების პერსონალისა და პროფესიულ სტუდენტთა/მსმენელთა ვალდებულებები:

o დაიცავით ჰიგიენის წესები დაწესებულების სივრცეში;
o გამოიყენეთ სწორად და სრულად მოცემული ადგილისთვის რეკომენდებული ინდივიდუალური დაცვის საშუალებები;
o ჩაიტარეთ ხელების ჰიგიენა (სპირტის შემცველი ხელის საწმენდი საშუალებების გამოყენება იმ შემთხვევაში, როცა ვერ ხერხდება ხელების დაბანა. ხილული დაბინძურების, ან ბიოლოგიური სითხეების მოხვედრისას ხელების წყლითა და საპნით დაბანა სავალდებულო წესით);
o მოერიდეთ ხელებით თვალებზე, ცხვირზე და პირზე შეხებას. მუშაობის პერიოდში უზრუნველყავით თმის შეკვრა/მჭიდროდ დამაგრება, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს თმების სახის ზედაპირთან შეხება (შესაძლებელია ჩაჩის, ან სპეციალური თავსაბურავის გამოყენება).
დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ ცხელ ხაზზე: ტელ: + 995-32-2-140-315

თარიღი:

FaceBook

საკანონმდებლო აქტები

❖ ნორმატიული

❖ შიდა აქტები

❖ შეფასება სსსმ პირთათვის

შეფასება ★

★ ცხრილები

★ რეგულაციები