სსიპ - კოლეჯი

,,გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი''

  • college_slider_01
  • college_slider_02
  • college_slider_03
  • college_slider_04
  • college_slider_05
  • college_slider_06
  • college_slider_07
  • college_slider_08
  • college_slider_09
  • college_slider_10
  • college_slider_11
  • college_slider_12
  • college_slider_13
  • college_slider_14

✅ სსიპ - კოლეჯი "გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი" გთავაზობთ აზომვით-ტოპოგრაფიული სამუშაოს შესრულების პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას ინტეგრირებული მიდგომით

News Poster ✅ წელს პირველად:

სსიპ - კოლეჯი "გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი" გთავაზობთ აზომვით-ტოპოგრაფიული სამუშაოს შესრულების პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას ინტეგრირებული მიდგომით, რაც ცხრა კლასის განათლების მქონე პირებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ დიპლომი, რომელიც უთანაბრდება სრული ზოგადი განათლების ატესტატს.

✅ აზომვით-ტოპოგრაფიული სამუშაოს შესრულების მიმართულებით მომზადებული კადრები შეძლებენ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად სხვადასხვა სირთულისა და ტიპის სამუშაოს შესრულებას. აზომვით-ტოპოგრაფიული სამუშაოს შესრულებაში საშუალო პროფესიული კვალიფიკაციის მქონე პირი შესაძლოა დასაქმდეს საჯარო რეესტრში, თავდაცვის სამინისტროსა და სხვა ძალოვან სტრუქტურებში, ასევე - სახელმწიფო ორგანიზაციებში, სამშენებლო და საამზომვლო კომპანიებში ტოპოგეოდეზიური და კარტოგრაფიული სამუშაოების შესასრულებლად შემდეგ პოზიციებზე: ამზომველ-გეოდეზისტი, კარტოგრაფი, ჰიდროგრაფიული ამგეგმავი, ტოპოგრაფი, მიწის მზომელი, საკადასტრო აზომვების სპეციალისტი.

✅ პროგრამის ხანგრძლივობა: 30 თვე

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: https://vet.emis.ge/#/

✅ ჩასაბარებელი საგნები:

-მექანიკურ-სივრცითი უნარების ტესტი

-ტესტი მათემატიკაში

-ტესტის ნიმუშები იხილეთ შემდეგ ბმულზე: (https://naec.ge/#/ge/post/1742)

✅ დეტალური ინფორმაციისთვის დარეკეთ კოლეჯის ცხელ ხაზზე: 2 14 03 15

✅ გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი გისურვებთ წარმატებებს

თარიღი:

FaceBook

საკანონმდებლო აქტები

❖ ნორმატიული

❖ შიდა აქტები

❖ შეფასება სსსმ პირთათვის

შეფასება ★

★ ცხრილები

★ რეგულაციები