სსიპ - კოლეჯი

,,გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი''

  • college_slider_01
  • college_slider_02
  • college_slider_03
  • college_slider_04
  • college_slider_05
  • college_slider_06
  • college_slider_07
  • college_slider_08
  • college_slider_09
  • college_slider_10
  • college_slider_11
  • college_slider_12
  • college_slider_13
  • college_slider_14

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთა საყურადღებოდ!

News Poster 2020 წლის პროფესიული ტესტირებაზე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩასარიცხად სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტმა 2020 წლის 3 სექტემბრიდან 2020 წლის 22 სექტემბრის ჩათვლით კოლეჯში უნდა წარმოადგინოს:

1. აპლიკანტის, მხარდაჭერის მიმღების/შეზღუდულ ქმედუნარიანი აპლიკანტის შემთხვევაში მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი განცხადება, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;

2. აპლიკანტის, მხარდაჭერის მიმღების/შეზღუდულ ქმედუნარიანი აპლიკანტის შემთხვევაში, მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

3. არასრულწლოვანი აპლიკანტის შემთხვევაში დაბადების მოწმობის ასლი;

4. 2 ცალი ფერადი ფოტოსურათი ზომით 3x4-ზე;

5. საბაზო საფეხურის/ სრული ზოგადი / უმაღლესი / პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან/და ასლი, ან განათლების დამადასტურებელი იმ დოკუმენტის დედანი ან/და ასლი, რომლის მიღებაც შეუძლებელი იქნებოდა საბაზო საფეხურის ზოგადი განათლების ან/და სრული ზოგადი განათლების დაძლევის გარეშე, თუ სრული ზოგადი განათლება პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობას წარმოადგენს;

6. უცხოეთში მიღებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის შემთხვევაში სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი;

7. კანონიერი წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

აღნიშნული დოკუმენტაციის განსაზღვრული ვადაში წარუდგენლობა ან არასრულყოფილად წარდგენა გახდება აპლიკანტის ჩარიცხვაზე უარის თქმის საფუძველი.

დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ ან მობრძანდით მისამართზე:

ქ. თბილისი, ილია ვეკუას ქ. N44, გლდანი, მე-5 და მე-6 მ/რაიონებს შორის (ახალი საცურაო აუზის წინ)

ტელ: 2140314

თარიღი:

FaceBook

საკანონმდებლო აქტები

❖ ნორმატიული

❖ შიდა აქტები

❖ შეფასება სსსმ პირთათვის

შეფასება ★

★ ცხრილები

★ რეგულაციები