სსიპ - კოლეჯი

,,გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი''

  • college_slider_01
  • college_slider_02
  • college_slider_03
  • college_slider_04
  • college_slider_05
  • college_slider_06
  • college_slider_07
  • college_slider_08
  • college_slider_09
  • college_slider_10
  • college_slider_11
  • college_slider_12
  • college_slider_13
  • college_slider_14

2021 წელს აპლიკანტების მიერ ჩასარიცხად წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა და ვადები

News Poster სარეგიტრაციო სისტემაში vet.emis.ge-ზე აპლიკანტის პირად პროფაილში შეგიძლიათ მიუთითოთ კონკრეტული პროგრამა და იხილოთ რეიტინგული სიაში თქვენი ადგილი.

აპლიკანტი, რომელიც რამდენიმე პროგრამის რეიტინგულ სიაში მოხვდა, არჩევანს სისტემაში აღარ აკეთებს და პირდაპირ მოდის საგანმანათლებლო დაწესებულებაში საბუთების წარმოსადგენად და ხელშეკრულების გასაფორმებლად.

2021 წელს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის დასრულების შენდეგ, დარჩენილი თავისუფალი ადგილების შევსების მიზნით, ჩასარიცხად აპლიკანტების მიერ შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის ვადებია

2021 წლის 30 ოქტომბრიდან 4 ნოემბრის ჩათვლით (09:30 საათიდან 18:30 საათამდე შაბათ-კვირის გარდა).

აპლიკანტმა კოლეჯში უნდა წარმოადგინოს:
1. აპლიკანტის, შეზღუდულ ქმედუნარიანი/ მხარდაჭერის მიმღები აპლიკანტის შემთხვევაში მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი განცხადება, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
2. აპლიკანტის, შეზღუდულ ქმედუნარიანი/ მხარდაჭერის მიმღები აპლიკანტის შემთხვევაში, მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; 3. არასრულწლოვანი აპლიკანტის შემთხვევაში დაბადების მოწმობის ასლი; 4. 2 ცალი ფერადი ფოტოსურათი ზომით 3x4-ზე;
5. საბაზო საფეხურის/ სრული ზოგადი/უმაღლესი/პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან/და ასლი, ან განათლების დამადასტურებელი იმ დოკუმენტის დედანი ან/და ასლი, რომლის მიღებაც შეუძლებელი იქნებოდა საბაზო საფეხურის ზოგადი განათლების ან/და სრული ზოგადი განათლების დაძლევის გარეშე, თუ სრული ზოგადი განათლება პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობას წარმოადგენს;
6. უცხოეთში და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის შემთხვევაში სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი;
7. მე-5 და მე-6 პუნქტებში მითითებული დოკუმენტების არქონის ან არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში აპლიკანტი ვალდებულია წარმოადგინოს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი (მაგ. სამახსოვრო ბარათი, განცხადების რეგისტრაციის ფურცელი და ა.შ.), მოთხოვნის წარდგენიდან 30 (ოცდაათი) დღის განმავლობაში. მითითებულ ვადაში აღნიშნული დოკუმენტების წარმოუდგენლობის ან არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში პროფესიულ სტუდენტს შეუწყდება სტატუსი;
8. კანონიერი წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
9. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელ დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა.
აღნიშნული დოკუმენტების დადგენილ ვადაში წარუდგენლობა ან არასრულყოფილად წარდგენა გახდება აპლიკანტის ჩარიცხვაზე უარის თქმის საფუძველი.

2021 წელს ჩარიცხულთათვის სწავლის დაწყების თარიღია 2021 წლის 8 ნოემბერი.

თარიღი:

FaceBook

საკანონმდებლო აქტები

❖ ნორმატიული

❖ შიდა აქტები

❖ შეფასება სსსმ პირთათვის

შეფასება ★

★ ცხრილები

★ რეგულაციები