სსიპ - კოლეჯი

,,გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი''

  • college_slider_01
  • college_slider_02
  • college_slider_03
  • college_slider_04
  • college_slider_05
  • college_slider_06
  • college_slider_07
  • college_slider_08
  • college_slider_09
  • college_slider_10
  • college_slider_11
  • college_slider_12
  • college_slider_13
  • college_slider_14

კრიზისული ცენტრის ბავშვების სტუმრობა კოლეჯში

News Poster

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო არასამთავრობო ორგანიზაცია ″სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრთან″ ერთად ახორციელებს მასშტაბურ პროექტს, რომლის ფარგლებშიც თბილისისა და რეგიონების კრიზისულ ცენტრებში მყოფი ბავშვებისა და მოზარდების საგანმანათლებლო სივრცესა და საზოგადოებასთან ადაპტირებისა და ინტეგრაციის საკითხებზე მუშაობს.

პროექტის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს მათთვის საგანმანათლებლო შესაძლებლობების მოძიება და გაცნობა. დახმარება ერთი საგანმანათლებლო საფეხურიდან მეორეზე ტრანზაციის პროცესში.

″ტრანზიტული საგანმანათლებლო პროგრამის″ მონაწილე ბავშვები 11 მაისს პროფორიენტაციის ფარგლებში, გლდანის კოლეჯს ესტუმრნენ, მათ დაათვალიერეს კოლეჯის ინფრასტრუქტურა და გაეცნენ არსებულ პროფესიულ პროგრამებს, სტუმრებს მეგზურობას უწევდა კოლეჯის დირექტორი, ბატონი ნოდარ ხარაზიშვილი.

ვიზიტის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენდა მათი პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის მხარდაჭერა.

თარიღი:

FaceBook

საკანონმდებლო აქტები

❖ ნორმატიული

❖ შიდა აქტები

❖ შეფასება სსსმ პირთათვის

შეფასება ★

★ ცხრილები

★ რეგულაციები