სსიპ - კოლეჯი

,,გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი''

  • college_slider_01
  • college_slider_02
  • college_slider_03
  • college_slider_04
  • college_slider_05
  • college_slider_06
  • college_slider_07
  • college_slider_08
  • college_slider_09
  • college_slider_10
  • college_slider_11
  • college_slider_12
  • college_slider_13
  • college_slider_14

კოლეჯმა GT-მოტორსს მოტორსი უმასპინძლა

News Poster

11 მაისს კოლეჯმა GT-მოტორსს უმასპინძლა. როგორც ცნობილია, 2021 წლიდან სსიპ - კოლეჯ „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრმა“ აპლიკანტებს ავტომობილის მიმართულებით, სამი მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა შესთავაზა, მათ შორის „მსუბუქი ავტომობილის ელექტრო და ელექტრონული სისტემების შეკეთება“. აღნიშნული პროგრამის განხორციელება მოითხოვდა შესაბამისი სახელოსნოებისა და მოწყობილობების (ბოქსი, ავტომობილის ხიდური ამწე და ა.შ.) გამართვას, რომელიც განთავსდა დაწესებულების ეზოს მიმდებარე ტერიტორიაზე. კოლეჯმა წარმატებით გაიარა ავტორიზაცია და მაღალმა კონკურსმა კიდევ ერთხელ ცხადყო აღნიშნული სპეციალობის საჭიროება და მოთხოვნადობა.

ამ სფეროში აქტუალურია პარტნიორობა კერძო სექტორთან. ამისათვის, კოლეჯი ხელს უწყობს პროფესიული განათლების სფეროში სასწავლო-სამეწარმეო პარტნიორობას, თანამშრომლობს სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და კერძო ბიზნესის წარმომადგენლებთან. კოლეჯის ძირითადი მიზნის მიღწევისთვის მნიშვნელოვანია ამ სფეროში კერძო სექტორის ჩართულობის გაზრდა, რათა სტუდენტებმა ორიენტირება მოახდინონ პრაქტიკულ სწავლებაზე, რაც გულისხმობს მათ სამუშაო გარემოსთან შეგუებას და პროფესიის შესაბამისი უნარ-ჩვევების გამომუშავებას/დახვეწას. პროგრამებიდან გამომდინარე, კოლეჯის მიერ წლების განმავლობაში გაფორმებულია 150-მდე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ამ სფეროებში ჩართულ კომპანიებთან, რაც საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების დიდ გამოცდილებაზე მიუთითებს. ვთანამშრომლობთ და მაქსიმალურ გათვლას ვახდენთ კერძო ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად, რათა შრომის ბაზარზე ჩვენი კურსდამთავრებულები წარმატებული იყვნენ.

პარტნიორ კომპანიებს შორისაა ჯი-თი მოტორსიც, რომელმაც ვიზიტის ფარგლებში, დაწესებულებას გადასცა უამრავი სასწავლო ინვენტარი, მაკეტები, მანქანის ნაწილები, რომლითაც კიდევ უფრო სრულად აღიჭურვა ავტოსახელოსნო. ურთირთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი, რომელიც მიზნად ისახავს დასაქმებისა და ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერას, დამსაქმებლების და საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლობის სტიმულირებას. მიგვაჩნია, რომ ერთ-ერთი საუკეთესო გზა, რომელიც უზრუნველყოფს პროფესიული კადრების შესაბამისობას შრომის ბაზრის საჭიროებასთან, არის ისეთი მექანიზმების შემუშავება, რომლებიც დააკავშირებს დამსაქმებელთა ინტერესებს სასწავლო დაწესებულებებთან. დამსაქმებლებს არსებითი როლი და პასუხისმგებლობა აკისრიათ სისტემის წარმატებულ ფუნქციონირებაში, რაც უმნიშვნელოვანესია იმისათვის, რომ მომავლაში მიიღონ შრომის ბაზრის შესაბამისად მომზადებული, კომპეტენტური კადრები. მას უნდა ჰქონდეს მოტივაცია, დაასაქმოს პროფესიული განათლების მქონე პირი, რომლის შერჩევისა და კვალიფიკაციის მინიჭების პროცესში მას, პირდაპირ თუ ირიბად, მონაწილეობა აქვს მიღებული.

შეხვედრას ესწრებოდნენ სამინისტროს წარმომადგენლები - მაკა კურდღელია და ნათია გვირჯიშვილი, რომელთაც პროფესიულ განათლებაში კერძო კომპანიების როლზე ისაუბრეს და გამოთქვეს მზადყოფნა, მათი მხრიდან მუდმივ თანამშრომლობაზე.

თარიღი:

FaceBook

საკანონმდებლო აქტები

❖ ნორმატიული

❖ შიდა აქტები

❖ შეფასება სსსმ პირთათვის

შეფასება ★

★ ცხრილები

★ რეგულაციები