სსიპ - კოლეჯი

,,გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი''

  • college_slider_01
  • college_slider_02
  • college_slider_03
  • college_slider_04
  • college_slider_05
  • college_slider_06
  • college_slider_07
  • college_slider_08
  • college_slider_09
  • college_slider_10
  • college_slider_11
  • college_slider_12
  • college_slider_13
  • college_slider_14

2022 წლის პროფესიულ ტესტირება - ეს მნიშვნელოვანია!

News Poster

სარეგიტრაციო სისტემაში vet.emis.ge -ზე აპლიკანტის პირად პროფაილში შეგიძლიათ მიუთითოთ კონკრეტული პროგრამა  და იხილოთ რეიტინგული სიაში თქვენი ადგილი.  

აპლიკანტებს სარეგისტრაციო სისტემაში (vet.emis.ge) ავტორიზაციის შემდგომ აქვთ წვდომა შედეგებზე, სადაც მოცემულია მათ მიერ არჩეული პროგრამა/პროგრამები, რეიტინგული ქულა, ადგილი რეიტინგულ სიაში და რეიტინგულ სიაში არსებული თავისუფალი ადგილების რაოდენობა.

გაითვალისწინეთ, რომ რეიტინგულ სიაში ადგილები მოცემულია განათლების დონის მიხედვით, 70%-30% განაწილებით. შესაბამისად, აპლიკანტს უჩანს მისი განათლების დონის მიხედვით ადგილი შესაბამის რეიტინგულ სიაში.

ყველა აპლიკანტი, ვინც მოხვდა რეიტინგულ სიაში აუცილებელია გააკეთოს საბოლოო არჩევანი, რომელიც 29 სექტემბრიდან გააქტიურდება და დასრულდება 30 სექტემბერს, 00:00 საათზე.

აპლიკანტის მიერ, 2022 წელს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე რეგისტრაციისას რამდენიმე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის არჩევის შემთხვევაში, აპლიკანტისათვის რეიტინგში მისი ადგილის შესახებ (რეიტინგული ქულის გათვალისწინებით, ყველა არჩეული პროგრამის მიხედვით) ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შემდეგ, სარეგისტრაციო სისტემაში რეგისტრაციისას მითითებული იმ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებიდან ერთ-ერთის, რომელზეც მოიპოვა ჩარიცხვის უფლება, არჩევის ვადაა 2022 წლის 29 სექტემბრიდან 2022 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით.

საბოლოო არჩევანის გაკეთება არაა სავალდებულო იმ აპლიკანტებისთვის, ვისაც მხოლოდ ერთი პროგრამა აქვს არჩეული, ან მხოლოდ ერთ პროგრამაზე აქვთ შედეგი.

არჩევანის გაკეთება სავალდებულოა იმ აპლიკანტებისთვის, ვისაც ერთზე მეტი პროგრამა აქვს არჩეული.

არჩევანი ასევე უნდა დააფიქსირონ იმ აპლიკანტებმა ვისაც მონიშნული აქვს „მოიპოვა ჩარიცხვის უფლება” (სსსმ აპლიკანტები და 23-ე მუხლით გათვალისწინებულის სტატუსის მქონე პირები).

კოლეჯში ასევე მიმდინარეობს ონლაინ კონსულტაცია
დამატებითი შეკითხვებისათვის მოგვწერეთ ან დარეკეთ კოლეჯის ცხელ ხაზზე:
მის: ქ.თბილისი, გლდანი, ილია ვეკუას ქ. N44, მე-5 და მე-6 მ/რაიონებს შორის
2-140314, 2-140315

თარიღი:

FaceBook

საკანონმდებლო აქტები

❖ ნორმატიული

❖ შიდა აქტები

❖ შეფასება სსსმ პირთათვის

შეფასება ★

★ ცხრილები

★ რეგულაციები