LEPL College ″Gldani Vocational Education and Training Center″

College News / International Communications

GIZ-ის წარმომადგენლების ვიზიტი - პროფესიული განათლების მხარდაჭერისთვის

GIZ-ის წარმომადგენლების ვიზიტი - პროფესიული განათლების მხარდაჭერისთვის

2022 წლის 11 ნოემბერს კოლეჯს GIZ-ის წარმომადგენლები ესტუმრნენ. დელეგაცია გერმანიიდან სპეციალურად პროფესიული განათლების სისტემის შესწავლისა და ხელშეწყობის მიზნით იყო ჩამოსული. აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში ექსპერტები გაეცნენ კოლეჯში მიმდინარე პროგრამებს, განსაკუთრებით დაინტერესდნენ ″მსუბუქი ავტომობილის ძრავის შეკეთების″, ″მსუბუქი ავტომობილის სავალი ნაწილის შეკეთების″ და ″მსუბუქი ავტომობილის ელექტრო და ელექტრონული სისტემების შეკეთების″ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებით. პროფესიულ კოლეჯში მასწავლებლები ჩაერთნენ უშუალოდ საგაკვეთილო პროცესში, გაესაუბრნენ კოლეჯის სტუდენტებს და შეხვდნენ ლატვიელ კოლეგებს. ასევე, ეწვივნენ კოლეჯის ბაზაზე არსებულ ლაბორატორიებს, სადაც იხილეს სხვადასხვა ტექნიკისა და დანადგარების მუშაობის სპეციფიკა. სასწავლო ვიზიტში მონაწილე პროფესიული განათლების პედაგოგებმა ადგილზე იხილეს საწარმოო პროცესი, გაიცნეს ადგილობრივი კოლეგები და გაიზიარეს საუკეთესო პრაქტიკის მაგალითები. დარგობრივი პედაგოგიკის მიმართულებით ცოდნისა და ინოვაციების გაზიარების მიზნით, პარასკევს 19 ივლისს მოეწყო პროექტში გამარჯვებული პროფესიული განათლების მასწავლებლების შეხვედრა კოლეჯის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან და პედაგოგებთან. შეხვედრის მიზანი იყო თანამედროვე ევროპული პრაქტიკული გამოცდილებისა და მიდგომების გაზიარება.

აზიის განვითარების ბანკი

აზიის განვითარების ბანკი

2022 წელს სსიპ - კოლეჯ "გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრმა" აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებს უმასპინძლა. ვიზიტის ფარგლებში, სტუმრები გაეცნენ დაწესებულების მისიას, პროგრამებს, სასწავლო პროცესს.. მოინახულეს აუდიტორიები და სახელოსნოები. სასწავლო პროცესთან დაკავშირებით გაესაუბრნენ პროფესიულ მასწავლებლებსა და სტუდენტებს. მისიის წარმომადგენლები დაინტერესდნენ პროფესიული განათლების სისტემითა და სამოქმედო გეგმით. მათ წარმატებები უსურვეს კოლეჯს და გამოთქვეს მზაობა პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობის პროცესში. დელეგაციამ დეტალურად განიხილა ის პროექტები, რომელსაც კოლეჯი GIZ-ის დახმარებით ახორციელებს, მათ შორის, "ალუმინის და მეტალო პლასტმასის კარების, ფანჯრების, მზის დამცავი სისტემების მონტაჟის" პროგრამის დამატება და შემუშავება. GIZ განაგრძობს გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრთან ურთიერთთანამშრომლობას პროფესიული განათლების მხარდაჭერის ფარგლებში.

BTEC-ის ექსპერტების ვიზიტი კოლეჯში

BTEC-ის ექსპერტების ვიზიტი კოლეჯში

2020 წლის 16 იანვარს, BTEC-ის ექსპერტები ესტუმრნენ კოლეჯს და გაიცნეს დაწესებულების ინფრასტრუქტურა და პროგრამები, დაათვალიერეს სამკერვალო ლაბორატორია და ფაბლაბი. შეხვედრაზე მათ წარმოადგინეს პრეზენტაცია Pearson Education Limited-ის და BTEC-ის სტანდარტების შესახებ. დისკუსია ჩატარდა საერთაშორისო სტანდარტების, სილაბუსებისა და შეფასების სისტემების გარშემო.

Erasmus+ პროექტის ფარგლებში შშმ პირთა დასაქმების ფორუმი

Erasmus+ პროექტის ფარგლებში შშმ პირთა დასაქმების ფორუმი

2020 წელს Erasmus+ პროექტის ფარგლებში, ახალგაზრდული ასოციაცია ″დრონის″ და საერთაშორისო ორგანიზაციების ინიციატივით, ″თბილისი რუმს ჰოტელში″ შშმ პირთა დასაქმების ფორუმი ″ამოიღეთ შესაძლებლობები″ გაიმართა. ღონისძიებაში 80-მდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი და დამსაქმებელი ორგანიზაციები მონაწილეობდნენ, სადაც გლდანის კოლეჯის სტუდენტები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები აქტიურად იყვნენ ჩართული.