LEPL College ″Gldani Vocational Education and Training Center″

College News / Festivals

სსიპ – კოლეჯი „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“ მონაწილეობდა ახალციხის საგანმანათლებლო ფესტივალში

სსიპ – კოლეჯი „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“ მონაწილეობდა ახალციხის საგანმანათლებლო ფესტივალში

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით ახალციხეში გაიმართა საგანმანათლებლო-შემეცნებითი ფესტივალი. სსიპ – კოლეჯი „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრმა“ ფესტივალზე გამართა მასტერკლასები ვიზიტორებისთვის და წარადგინა პროფესიული პროგრამები. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ მოესინჯათ პრაქტიკული უნარები და უკეთ გაეცნოთ კოლეჯის პროფესიულ მიმართულებებსა და პროგრამებს. ღონისძიებამ გააერთიანა საინფორმაციო, საგამოფენო და კულტურული აქტივობები, რაც ყველა ასაკის სტუმრისთვის საინტერესო და მრავალფეროვანი გამოცდილება აღმოჩნდა.

„გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“ განათლების მე-10 საერთაშორისო გამოფენაზე

„გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“ განათლების მე-10 საერთაშორისო გამოფენაზე

სსიპ – კოლეჯი „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრმა“ მონაწილეობა მიიღო უმაღლესი და პროფესიული განათლების მე-10 საერთაშორისო გამოფენაში, რომელშიც მონაწილეობდნენ 70-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო უნივერსიტეტი და პროფესიული სასწავლებლები. ფესტივალი „ექსპო-ჯორჯიაში“ გაიმართა 28-29 თებერვალს. გამოფენაში, საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთად, მონაწილეობდნენ გერმანიის, საფრანგეთის, უნგრეთის და სხვა ევროპული ქვეყნების სასწავლებლები. დაინტერესებულ პირებს მიეცა საშუალება მიიღონ ინფორმაცია კოლეჯის საგანმანათლებლო პროგრამებისა და დასაქმების შესაძლებლობების შესახებ. სტუმრებს ჰქონდათ შესაძლებლობა დაემზადებინათ და მოეხატათ ხელნაკეთი ნივთები, ენახათ 3D პრინტერის მუშაობა და გაეცნონ მის სპეციფიკას. სსიპ – კოლეჯ „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრს“ ორგანიზატორებისგან გადაეცა სერტიფიკატი აქტიური ჩართულობისა და მონაწილეობისათვის.