LEPL College ″Gldani Vocational Education and Training Center″

College News / International Communications

სასტიპენდიო პროგრამა ჩინეთში: საერთაშორისო შესაძლებლობა სსიპ -კოლეჯი ″გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრის″ სტუდენტებისთვის

სასტიპენდიო პროგრამა ჩინეთში: საერთაშორისო შესაძლებლობა სსიპ -კოლეჯი ″გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრის″ სტუდენტებისთვის

2026 წლის თებერვალში2026 წლის თებერვალში სსიპ- კოლეჯში, ″გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი″და ჩინეთის რესპუბლიკის ნანჩონ(გ)ის პროფესიული და ტექნიკური კოლეჯის წარმომადგენლობა შეთანხმდნენ ურთიერთანამშრომლობაზე.ნანჩონ(გ)ის პროფესიული და ტექნიკური კოლეჯი არის სახელმწიფო პროფესიული სასწავლებელი, რომელსაც მინიჭებული აქვს„საუკეთესო კოლეჯის“ სტატუსი ჩინეთის განათლების სამინისტროს მიერ პროფესიული კოლეჯების კადრების მომზადების შეფასების ფარგლებში.თანამშრომლობის ფარგლებში:გაიხსნა ათი დაფინანსებული სასტიპენდიო ადგილი ოთხ პროფესიულ პროგრამაზე:• კომპიუტერული ტექნოლოგიები• ინდუსტრიული რობოტიკა• ტურიზმის მენეჯმენტი• ვეტერინარია და მეცხოველეობასტუდენტების მისაღები ასაკი: 18-25 წელიპროგრამები არ მოითხოვს ჩინური ენის ცოდნას, თუმცა სასურველია სტუდენტი ფლობდეს ინგლისურ ენას მინიმუმ B1 დონეზე.პროფესიული პროგრამის ხანგრძლივობა: 3 წელიპირველი წელი - ჩინური ენის კურსები,მეორე და მესამე წელი - პროფესიული სწავლება.სწავლა დაიწყება 2026 წლის შემოდგომის სემესტრში.კონკურსის ფარგლებში უპირატესობა მიენიჭება პროფესიულ სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ ან სწავლობდნენ სსიპ - კოლეჯში “გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში.”მნიშვნელოვანი ვადები:პირველადი რეგისტრაცია: 1-10 მაისირეგისტრაციის ბმული:https://shorturl.at/3kJ4Vყველა საბუთის გამოგზავნის ბოლო ვადა: 12 მაისიპროფესიული კოლეჯის პრეზენტაცია იხილეთ ქვემოთ თანდართულ PDF ფაილში*კონკურსის დეტალური ინფორმაციისთვის და კონსულტაციისთვის დაუკავშირდით:www.profgldani.ge ან პროგრამის კოორდინატორს საქართველოში:ნინო გელანტია (ტელ: +995598703807)

Visit of the Hungarian delegation to the college

Visit of the Hungarian delegation to the college

სსიპ კოლეჯ „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრს“ ეწვივნენ უნგრეთის Kaposvár Vocational Training Centre-ის წარმომადგენლები. სტუმრებს შორის იყო ცენტრის გენერალური დირექტორი და პროფესიული უნარების განვითარების სააგენტოს წარმომადგენელი.🎯 ვიზიტის ფარგლებში კოლეჯის დირექტორმა სტუმრებს გააცნო სასწავლო დაწესებულება. მათ დაათვალიერეს აუდიტორიები, სახელოსნოები და ფაბლაბის ლაბორატორია, სადაც დეტალურად გაეცნენ კოლეჯის ინფრასტრუქტურასა და სასწავლო პროცესს.აღნიშნულის შემდეგ გაიმართა კოლეჯის არსებული საგანმანათლებლო პროგრამების პრეზენტაცია, რომელსაც უძღვებოდა პროფესიული მასწავლებელი მარიამ ბებრიშვილი. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ გაიმართა კითხვა-პასუხის სესია, რაც მხარეებს საშუალებას აძლევდა გამოცდილების გაზიარებისა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვისთვის.სსიპ კოლეჯ „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“ მადლობას უხდის სტუმრებს გამოჩენილი ინტერესისა და ნაყოფიერი შეხვედრისთვის. კოლეჯი აგრძელებს საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავებას.

კოლეჯის დირექტორის ვიზიტი Festo Didactic-ის ლაბორატორიაში, სტამბულში

კოლეჯის დირექტორის ვიზიტი Festo Didactic-ის ლაბორატორიაში, სტამბულში

2025 წლის 13-14 თებერვალს, კოლეჯის დირექტორმა ნოდარ ხარაზიშვილმა მონაწილეობა მიიღო Festo Didactic-ის მიერ ორგანიზებულ გაცნობით ვიზიტში სტამბულში. ვიზიტის მიზანი იყო სამომავლო თანამშრომლობის განხილვა და თანამედროვე საგანმანათლებლო ტექნოლოგიების გაცნობა. დირექტორმა გაეცნო კომპანიის ლაბორატორიულ ინფრასტრუქტურას, ინოვაციურ სასწავლო პროგრამებსა და უახლეს ტექნოლოგიებს. Festo Didactic, რომელიც WorldSkills-ის პარტნიორია 1991 წლიდან, გლობალური ლიდერია პროფესიულ განათლებაში.

საერთაშორისო სასწავლო ვიზიტი გერმანიაში

საერთაშორისო სასწავლო ვიზიტი გერმანიაში

სსიპ - კოლეჯი ″გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი″ პროფესიული უნარების სააგენტოს კონკურსის გამარჯვებულია. კოლეჯის სასწავლო პროცესის მენეჯერმა, მარინე წიკლაურმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სასწავლო ვიზიტში გერმანიაში. 2025 წლის 2-8 თებერვლის ფარგლებში, ჰესენის მიწის Gross-Gerau-ში მან გაეცნო პროფესიული განათლების სისტემას და მიიღო სპეციალური ტრენინგები. ვიზიტის შედეგად მიღებული გამოცდილება გამოყენებული იქნება კოლეჯის სასწავლო პროცესის გაუმჯობესებაში.

უნგრეთის დელეგაციის ვიზიტი კოლეჯში

უნგრეთის დელეგაციის ვიზიტი კოლეჯში

2025 წლის 6 თებერვალს სსიპ - კოლეჯ ″გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი″ უნგრეთის დელეგაციას უმასპინძლა. ვიზიტი ააიპ ″პროფესიული უნარების სააგენტოს″ ინიციატივით განხორციელდა. უნგრეთის პროფესიული განათლების წარმომადგენლებმა პრაქტიკული სწავლების სივრცეები და ინფრასტრუქტურა მოინახულეს, დაათვალიერეს სახელოსნოები, გაეცნენ სწავლების მეთოდებსა და პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის რეგულაციებს. დაესწრნენ სასწავლო პროცესს და იმედი გამოთქვეს სამომავლო თანამშრომლობაზე.

ბელგიელი დელეგაციის ვიზიტი პროფესიული განათლების განვითარებისთვის

ბელგიელი დელეგაციის ვიზიტი პროფესიული განათლების განვითარებისთვის

15 მაისს, სსიპ - კოლეჯ "გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრმა" ბელგიიდან ჩამოსულ დელეგაციას უმასპინძლა. შეხვედრა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) საქართველოს წარმომადგენლობის შუამდგომლობით შედგა. ვიზიტის მიზანი იყო ბელგიიდან საქართველოში ნებაყოფლობით უკან დაბრუნებითი პროგრამის მონიტორინგი და მომავალი თანამშრომლობის შესაძლებლობის შეფასება. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრების ინტერესის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენდა ქართველი მიგრანტების დასაქმებისა და პროფესიული მომზადება-გადამზადების შესაძლებლობების განსაზღვრა სამშობლოში დაბრუნების შემდეგ.