პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციის ფარგლებში, სსიპ - კოლეჯ "გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრის" ორი მასწავლებელი დავით სოლომნიშვილი და ლევან ლომსაძე საერთაშორისო სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ ლატვიაში, სადაც მათ კვალიფიკაცია აიმაღლეს მშენებლობის დარგში.
Vidzemes Tehnoloģiju un Dizaina Tehnikums - ის პარტნიორ პროფესიულ კოლეჯში მასწავლებლები ჩაერთნენ უშუალოდ საგაკვეთილო პროცესში, გაესაუბრნენ კოლეჯის სტუდენტებს და შეხვდნენ ლატვიელ კოლეგებს. ასევე, ეწვივნენ კოლეჯის ბაზაზე არსებულ ლაბორატორიებს, სადაც იხილეს სხვადასხვა ტექნიკისა და დანადგარების მუშაობის სპეციფიკა. სასწავლო ვიზიტში მონაწილე პროფესიული განათლების პედაგოგებმა ადგილზე იხილეს საწარმოო პროცესი, გაიცნეს ადგილობრივი კოლეგები და გაიზიარეს საუკეთესო პრაქტიკის მაგალითები.
დარგობრივი პედაგოგიკის მიმართულებით ცოდნისა და ინოვაციების გაზიარების მიზნით, კოლეჯში მოეწყო პროექტში გამარჯვებული პროფესიული განათლების მასწავლებლების შეხვედრა ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან და პედაგოგებთან.
შეხვედრის მიზანი იყო თანამედროვე ევროპული პრაქტიკული გამოცდილებისა და მიდგომების გაზიარება.
კოლეჯი წარმატებებს უსურვებს პროექტში მონაწილე მასწავლებლებს და მადლობას უხდის საინტერესო შეხვედრისთვის.
თარიღი: 2024.05.30
2022 წლის 11 ნოემბერს კოლეჯს GIZ-ის წარმომადგენლები ესტუმრნენ. დელეგაცია გერმანიიდან სპეციალურად პროფესიული განათლების სისტემის შესწავლისა და ხელშეწყობის მიზნით იყო ჩამოსული. აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში ექსპერტები გაეცნენ კოლეჯში მიმდინარე პროგრამებს, განსაკუთრებით დაინტერესდნენ "მსუბუქი ავტომობილის ძრავას შეკეთების", "მსუბუქი ავტომობილის სავალი ნაწილის შეკეთებისა" და "მსუბუქი ავტომობილის ელექტრო და ელექტრონული სისტემების შეკეთების" პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებითა და მძიმე სამშენებლო ტექნიკის მიმართულებით.
დელეგაციამ დეტალურად განიხილა ის პროექტები, რომელსაც კოლეჯი GIZ-ის დახმარებით ახორციელებს, მათ შორის, "ალუმინის და მეტალო პლასტმასის კარების, ფანჯრების, მზის დამცავი სისტემების მონტაჟის" პროგრამის დამატება და შემუშავება. GIZ განაგრძობს გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრთან ურთიერთთანამშრომლობას პროფესიული განათლების მხარდაჭერის ფარგლებში.
თარიღი: 2022.11.11
2022 წლის 6 ვნისს. სსიპ - კოლეჯ "გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრმა" აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებს უმასპინძლა. ვიზიტის ფარგლებში, სტუმრები გაეცნენ დაწესებულების მისიას, პროგრამებს, სასწავლო პროცესს.
დაათვალიერეს აუდიტორიები და სახელოსნოები. სასწავლო პროცესთან დაკავშირებით გაესაუბრნენ პროფესიულ მასწავლებლებსა და სტუდენტებს. მისიის წარმომადგენლები დაინტერესდნენ პროფესიული განათლების სისტემითა და სამოქმედო გეგმით. მათ წარმატებები უსურვეს კოლეჯს და გამოთქვეს მზაობა პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობის პროცესში.
თარიღი: 2022.06.06
გერმანიის თანამშრომლობის ორგანიზაცია GIZ-ის წარმოამდგენლება კოლეჯებს დახმარებას უწევს დუალური სწავლების დანერგვასთან დაკავშირებით და კოლეჯებთან ერთად ახორციელებს შესაბამისი ორგანიზაციების მოძიებას, დუალურ პროგრამაში მონაწულებასთან დაკავშირებით.
აღნიშნულთან დაკავშირერბით 2019 წლის 16 აგვისტროს სსიპ - კოლეჯ „გლდანის ფროფესიული მომზადების ცენტრში“ შედგა სამუშაო შეხვედრა, კოლეჯის დირექტორთან ნოდარ ხარაზიშვილსა და გერმანიის თანამშრომლობის ორგანიზაცია GIZ-ის წარმოამდგენლებთან. შეხვედრა მიზნად ისახავდა კოლეჯის სამომავლოდ დუალური პროგრამების განხორციელბის ხელშეწყობას, შეხვედრაზე დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობა.
თარიღი: 2019.08.16
დღეს გლდანის საზოგადოებრივი კოლეჯი მასპინძლობდა კანადის კოლეჯებისა და ინსტიტუტების ასოციაციის (CIC) წარმომადგნელობას ვიცე-პრეზიდენტის ALAIN ROY-ის ხელმძღვანელობით. ასოციაცია 1972 წლიდან ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას პროფესიული და უმაღლესი განათლების სფეროში.
აღნიშნული შეხვედრა ემსახურებოდა საქართველოში პროფესიული განათლების სისტემის გაცნობას. საუბარი შეეხო მექატრონიკის, საწარმოო ავტომატიკის პროგრამების განვითარებას, დუალურ პროგრამებს, მასწავლებელთა გადამზადებას და ა.შ. კომპანიის წარმომადგენლები გაეცნენ პროფესიული განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეებს, პროფესიული ტესტირებისა და ჩარიცხვის პროცედურებს, დაფინანსების მოპოვების რეგულაციებს. შეისწავლეს დაწესებულების პროფილი, სასწავლო პროცესი, საგანმანათლებლო პროგრამები და დაათვალიერეს კოლეჯის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, აუდიტორიები და სახელოსნოები. მხარეებმა გამოთქვეს ინიციატივა მსგავსი შეხვედრების ორგანიზებისა და ურთიერთთანამშრომლობის გაგრძელების შესახებ.
თარიღი: 2019.02.13
2016 წლის 2-5 ივნისს სსიპ - საზოგადოებრივი კოლეჯის „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“-ს დელეგაცია, კოლეჯის 16 წლის 2-5 ხელმძღვანელობის, პედაგოგებისა და პროფესიული სტუდენტების შემადგენლობით სომხეთის რესპუბლიკის, ქ. ერევანში, ქ. ერევნის „მხითარ სებასტაცინერის“ სახელობის სასწავლო კომპლექსის მიწვევით, ყოველწლიურ საგანმანათლებლო ღონისძიებებში მონაწილეობდა.
აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში მოხდა ინფორმაციის გაცვლა მეზობელი ქვეყნების პროფესიული განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეებზე, ჩატარდა რამდენიმე საინტერესო მასტერ კლასი, რომლის დროსაც ქართველმა პედაგოგებმა და სტუდენტებმა სომეხ კოლეგებს თავიანთი ხელოვნება და ნამუშევრები აჩვენეს, მოხდა ინფორმაციებისა და ტექნოლოგიების ურთიერთგაცვლა და სხვა. ნაჩვენები იქნა ქართველი სტუდენტების მიერ შექმნილი ვიდეორგოლები „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრის“ პროფესიული პროგრამებისა და სასწავლო პროცესის შესახებ.
თავის მხრივ, მასპინძლებმა (დირექტორი ბატონი აშოტ ბლიანი) გაგვაცნეს ქ. ერევნის „მხითარ სებასტაცინერის“ სახელობის სასწავლო კომპლექსის, რომელიც რამდენიმე სკოლას, პროფესიულ სასწავლებელსა და საბავშვო ბაღს აერთიანებს, პროფილი, სასწავლო პროცესები, პროფესიული პროგრამები, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, აუდიტორიები და სახელოსნოები, ქვეყნის პროფესიული განათლების სფეროში მიმდინარე ტენდენციები და ა.შ..
სსიპ - საზოგადოებრივი კოლეჯი „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“ ყოველთვის ხელს უწყობს პროფესიული განათლების სფეროში სასწავლო-სამეწარმეო პარტნიორობას, მათ შორის, საერთაშორისო თანამშრომლობას და უცხოეთის შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან პროფესიულ სტუდენტთა და მასწავლებელთა ურთიერთგაცვლას.
ამ მიზნით, ახლახანს, 15 მაისს კოლეჯში სტუმრად იმყოფებოდნენ კოლეგები თურქეთის რესპუბლიკის ქ. სტამბოლოს მუნიციპალური სკოლიდან, რომლის დროსაც გლდანის რაიონის საჯარო სკოლების მოსწავლებთან ერთად საინტერესო და შინაარსიანი კულტურულ-საგანმანათლებლო და საინფორმაციო ღონისძიებები გაიმართა.
თარიღი: 2016.06.06
2014 წლის 31 ივლისს საზოგადოებრივი კოლეჯი "გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი" მასპინძლობდა სტუმრებს გერმანიიდან, ფირმა "ლუკას-ნუელეს" წარმომადგენლებს ბატონებს ჰაინც კეპლერს და ვლადიმირ კოსინს. სტუმრებმა მომზადების ცენტრს გადასცეს ახალი პროგრამული უზრუნველყოფა, დაათვალიერეს არსებული სასწავლო სტენდები და მოწყობილობები. ფირმა ნულა-ლუკასი 2012 წლიდან თანამშრომლობს საზოგადოებრივ კოლეჯ "გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრთან" და მისი ერთ-ერთი უცხოელი პატნიორია. ამ გერმანულმა ფირმამ კოლეჯში დანერგა გერმანული ტექნოლოგიები ავტომანქანის დიაგნოსტირების და ელექტროდიაგნოსტირების სფეროში. მხარეებმა შეათანხმეს სამომავლო თანამშრომლობის გეგმები შეხვედრამ გულთბილ ვითარებაში ჩაიარა.
თარიღი: 2014-08-01
სსიპ – საზოგადოებრივი კოლეჯი „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრსა“ და კომპანია „რობერტ ბოშს“ შორის პროფესიული განათლების განვითარების მიზნით, პირველი თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი კოლეჯის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ნოდარ ხარაზიშვილმა და კომპანია „რობერტ ბოშის“ კომერციულმა დირექტორმა კავკასიის რეგიონში ნინო ფრუიძემ მოაწერეს. შეთანხმება თანამშრომლობის შესახებ მიზნად ისახავს ხელშეწყობას პროფესიული განათლების განვითარების, მშენებლობისა და მრეწველობის სფეროში მოწინავე ტექნოლოგიებისა და მოწყობილობების შემდგომი გამოყენებისათვის, გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობის დამყარებას კომპანია „რობერ ტბოშსა“ და კოლეჯს შორის ელექტრო ინსტრუმენტების სფეროში პროფესიული განათლების ხარისხის გაუმჯობესების საქმეში. კომპანია „რობერტ ბოში“კონსულტაციებს გაუწევს კოლეჯის პედაგოგების ცოდნის ამაღლებაში, გადასცემს სასწავლო მასალებს, ელექტრო ინსტრუმენტებსა და აღჭურვილობას, დახმარებას გაუწევს კოლეჯს მოცემული მასალების სასწავლო პროცესში ინტეგრაციაში, ასევე დაეხმარება კოლეჯს ელექტრო ინსტრუმენტების პრაქტიკულ სასწავლო კლასის მოწყობაში, უზრუნველყოფს სახელოსნოების აღჭურვას თანამედროვე ტექნიკით და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, წარმატებული კურსდამთავრებულები მიიღებენ კომპანია „რობერტ ბოშის“ საერთაშორისო სერტიფიკატს. კომპანია „რობერტ ბოში“ ანალოგიურ პროექტებს წარმატებით ახორციელებს ევროპის სხვა და სხვა ქვეყანაში. საქართველოში ამ მიზნით სსიპ-საზოგადოებრივი კოლეჯი „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი შემთხვევით არ შეირჩა. კოლეჯი გახსნის დღიდან ხელს უწყობს პროფესიულ განათლებაში თანამედროვე ცოდნისა და მეთოდების გავრცელებას, ახალი კომპანიების მოზიდვას, ვითარდება თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკურიბაზა, იქმნება შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები და ტრეინინგ-კურსები, რომლებიც მორგებულია თანამედროვე ბიზნესის მოთხოვნებს და თეორიულ სწავლებასთან ერთად პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებას ითვალისწინებს. 2014 წლის მაისში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და კომპანია „რობერტ ბოშს“ შორის საქართველოში პირველი თანამშრომლობის მემორანდუმი
თარიღი: 2014-06-12
15 აპრილს სსიპ - საზოგადოებრივი კოლეჯი ,,გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრს“ სამედიცინო ფონდი „ჰიპოკრატე“ და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ჰუმანიტარული პროექტების აზიისა და ევროპის ოფისის წარმომადგენელი ბ-ნი ჯონ პოსტი, ასევე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენლები სტუმრობდნენ. ჰუმანიტარული პროექტის ფარგლებში ფონდმა სტუდენტებს სამკერვალო და სასკოლო ნაკრები გადასცა. “Hellenicare”-ის ბერძნეული სამედიცინო ფონდი „ჰიპოკრატე“ საქართველოში 1998 წელს დაარსდა და სამედიცინო, ჰუმანიტარულ და აგრეთვე პატარა სარეკონსტრუქციო პროექტებს ახორციელებს. პროექტის ფარგლებში ექიმთა მობილური ჯგუფი საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში, შიდა ქართლის სოფლებში, საზღვრის ზონაში დადის და უფასოდ უწევს სამედიცინო მომსახურებას სოფლის მოსახლეობას განურჩევლად რელიგიისა და ნაციონალური წარმომავლობისა. გარდა ამისა, ჰუმანიტარული პროექტის ფარგლებში ფონდი სოციალურ ობიექტებში სხვადასხვა ჰუმანიტარულ ტვირთებს არიგებს. სტუმრები კოლეჯში სასწავლო პროცესს, სტუდენტთა ნამუშევრებსა და თვითშემოქმედებას, ასევე მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო განვითარების გეგმებს გაეცვნენ. ფონდი „ჰიპოკრატე“-ს წარმომადგენელთა თქმით, მათი თანამშრომლობა კოლეჯთან მომავალში აუცილებლად გაგრძელდება.
თარიღი: 2014-04-16